პერსპექტიული კონკურენტი თუ მასკის ამბიციური პროექტი – SpaceX-ის ისტორია

პერსპექტიული კონკურენტი თუ მასკის ამბიციური პროექტი – SpaceX-ის ისტორია
SpaceX (Space Exploration Technologies Corp.) არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო აერონავტიკული და კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია, რომელმაც შეცვალა სივრცის კვლევის, თანამგზავრების გაშვების და კოსმოსური ფრენების ინდუსტრია.
როგორ და როდის შეიქმნა SpaceX
SpaceX დააარსა ილონ მასკმა (Elon Musk) 2002 წლის 14 მარტს -ში, კალიფორნიაში. მასკის ამოცანა იყო, კოსმოსური მოგზაურობები რეალისტური გაეხადა, რაც ადამიანებს მარსზე კოლონიზაციის შესაძლებლობას მისცემდა.
ილონ მასკი
ილონ მასკი არის სამხრეთ აფრიკაში დაბადებული მეწარმე და ინოვატორი, რომელიც ცნობილია ისეთი კომპანიების შექმნით, როგორიცაა Tesla, Neuralink და The Boring Company და გახდა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა დღევანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში.
მისია და მიზნები
SpaceX-ის მთავარი მისია იყო კოსმოსური ფრენების ფასის შემცირება და კაცობრიობისთვის სხვა პლანეტებზე წვდომის საშუალება, განსაკუთრებით მარსზე. მასკი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი გრძელვადიანი ამოცანა ადამიანებისთვის მრავალპლანეტური ცხოვრების შესაძლებლობაა.
როგორ განვითარდა SpaceX წლების განმავლობაში
SpaceX-ის პირველი წლები განსაკუთრებით რთული იყო. კომპანია თითქმის ნულიდან იწყებდა მუშაობას და მისი მთავარი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ კერძო კომპანიასაც შეეძლო ორბიტაზე რაკეტის წარმატებით გაშვება.
2006 წელს SpaceX-მა მოიგო NASA-ს პროგრამა COTS (Commercial Orbital Transportation Services), რომლის ფარგლებში კომპანიას დაევალა ახალი რაკეტისა (Falcon 9) და კოსმოსური ხომალდის (Dragon) შექმნა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი – SpaceX პირველად გახდა NASA-ს ოფიციალური პარტნიორი.
პირველი რეალური წარმატება
2008 წელს SpaceX-მა ისტორიულ წარმატებას მიაღწია: Falcon 1 გახდა პირველი კერძო, თხევადი საწვავით მომუშავე რაკეტა, რომელმაც დედამიწის ორბიტას მიაღწია. ამ წარმატებამ კომპანია, ფაქტობრივად, გადაარჩინა ფინანსური კრიზისისგან და დაამტკიცა, რომ მისი ტექნოლოგიური ხედვა რეალისტური იყო.
Falcon 1-ის აწყობა და ექსპლუატაცია გაცილებით იაფი იყო, ვიდრე მისი კონკურენტების. რაკეტის ეკონომიურობა, გარკვეულწილად, დამოკიდებული იყო SpaceX-ის მიერ შემუშავებულ Merlin ძრავაზე, რომელიც სხვა კომპანიების მიერ გამოყენებული ძრავების უფრო იაფი ალტერნატივაა. SpaceX ასევე ფოკუსირებული იყო მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების წარმოებაზე (სხვა გამშვები მოწყობილობები, როგორც წესი, ერთჯერადი გამოყენებისთვისაა დამზადებული).
2006 წლის მარტში SpaceX-მა Falcon 1-ის პირველი გაშვება განახორციელა, რომელიც წარმატებით დაიწყო, მაგრამ საწვავის გაჟონვისა და ხანძრის გამო ნაადრევად დასრულდა. თუმცა, ამ დროისთვის კომპანიას უკვე მილიონობით დოლარი ჰქონდა გამომუშავებული გაშვების შეკვეთებიდან, რომელთა უმეტესობა -ის მთავრობისგან იყო. იმავე წლის აგვისტოში SpaceX-მა გაიმარჯვა NASA-ს კონკურსში, რომელიც ითვალისწინებდა კოსმოსური ხომალდის აწყობასა და დემონსტრირებას. 2008 წელს კი წარმატებით გაეშვა, როგორც უკვე ზემოთ ვახსენეთ.
თანამშრომლობა NASA-სთან და Dragon-ის ეპოქა
შემდეგ წლებში SpaceX-მა ფოკუსი გადაიტანა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ტვირთის მიწოდებაზე.
2012 წელს Dragon გახდა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი, რომელმაც წარმატებით მიაღწია ISS-ს, იქ მიიტანა ტვირთი და უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. ამ მოვლენამ მთლიანად შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს კოსმოსური მისიების შემსრულებელი.
რაკეტების მრავალჯერადი გამოყენება – რევოლუცია ინდუსტრიაში
SpaceX-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო რაკეტების მრავალჯერადი გამოყენების იდეის რეალიზება.
2015 წელს Falcon 9-ის პირველი საფეხური პირველად წარმატებით დაბრუნდა და ვერტიკალურად დაეშვა მიწაზე. ამ მიღწევამ მნიშვნელოვნად შეამცირა კოსმოსური გაშვების ღირებულება და SpaceX ინდუსტრიის ლიდერად აქცია.
ადამიანები კოსმოსში – ახალი ეტაპი
2020 წელს SpaceX გახდა პირველი კერძო კომპანია, რომელმაც NASA-ს ასტრონავტები ორბიტაზე გადაიყვანა. Crew Dragon Demo-2 მისიის შემდეგ აშშ-ს აღარ სჭირდებოდა სხვა ქვეყნების კოსმოსური ხომალდები ადამიანების კოსმოსში გასაგზავნად.
რა ხდება ახლა SpaceX-ში
დღეს SpaceX განაგრძობს მსოფლიოს მასშტაბით Falcon როკეტების რეგულარულ გაშვებას (მათ შორის Starlink თანამგზავრების გაშვებას) და Starship-ის განვითარებას, რომელიც ბოლო წლების ყველაზე ამბიციური ამბიციური პროექტია. ეს არის მრავალჯერადი გამოყენების სისტემა, რომელიც შექმნილია მძიმე ტვირთისა და ადამიანების ტრანსპორტირებისთვის მთვარეზე, მარსზე და მომავალში – უფრო შორეულ მისიებზე.
Starship ითვლება იმ ტექნოლოგიად, რომელმაც შესაძლოა, რეალობა გახადოს მასკის მთავარი იდეა – კაცობრიობის მრავალპლანეტარულ სახეობად ქცევა.
SpaceX დღემდე გადის ტრანსფორმაციას პატარა კომპანიიდან კომერციულ ლიდერობამდე კოსმოსურ ინდუსტრიაში. ინოვაციებითა და გლობალური ქსელური კომუნიკაციებით, იგი მთლიანად ცვლის კოსმოსის შეცობასა და გამოყენებას.
www.marketer.ge