პერსონალის გადინება, სახელმწიფოს მიერ თანხების დაგვიანება და სავალუტო რყევები – სამედიცინო ბიზნესის მთავარი რისკები

რა რისკების წინაშე დგას საქართველოში სამედიცინო ბიზნესი? ამ საკითხზე კლინიკების ფინანსურ ანგარიშგებებშია საუბარი და ისინი მსგავს პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობენ.
ამ კლინიკებს შორისაა ს ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომლის 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგების თანახმად, მათთვის არსებობს სამი ძირითადი რისკი. ესენია:
ბიზნეს რისკი – კონკურენტი ორგანიზაციების მიერ კვალიფიციური პერსონალის გადაბირება;
ფინანსური რისკი – საყოველთაო ჯანდაცვის მიერ თანხების დაგვიანებით ანაზღაურება, სახელმწიფოს მხრიდან კორექტირებები, ფიქსირებული ფასები; გარემოს რისკი – ვალუტის კურსზე დამოკიდებულება,
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“ 2010 წელს დაარსდა და მომხმარებელს აწვდის როგორც სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს, კერძოდ ესენია: 1. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება; 2. ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება; 3. ნევროლოგია; ინტერვენციული კარდიოლოგია; 4. ოტორინოლარინგოლოგია; 5. ნეიროქირურგია; 6. ზოგადი ქირურგია; 7. ტრავმატოლოგია და ორთოპედია; 8. ყბა–სახის ქირურგია; 9. ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია; 10. ჰემატოლოგია და ტრანსფუზიოლოგია; 11. რადიოლოგია; 12. კლინიკურ–დიაგნოსტიკური ლაბორატორია; 13. ძუძუსა და ენდოკრინული ქირურგია; 14. თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგია.
გასულ წელს კომპანიამ 2,392,869 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.
jandacva.ge