პერესი ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია – “რეალის” პრეზიდენტი მწვრთნელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის მუშაობით კმაყოფილია და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, იტალიელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2026 წლამდე უნდა დარჩეს, მაგრამ მას მალე ახალ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.
მიმდინარე სეზონში “რეალი” ლა ლიგის ცხრილში 17 ქულით მე-2 საფეხურზეა და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება.