პერესის რჩეული – “რეალი” ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

გერმანული Bild-ის ინფორმაციით, “რეალს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბაიერნის” 24 წლის შემტევის მაიკლ ოლისეს დამატება სურს, თუმცა საწადელის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.
გავრცელებული ცნობით, ფრანგი ფეხბურთელი “ბლანკოსის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის რჩეულია და გუნდი ყაბულს 160 მილიონი ევროს გადახდაზეა.
მიუხედავად ამისა, თავისი ფეხბურთელის გაშვებას მიუნხენური კლუბი არანაირ თანხად არ განიხილავს და მას უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მიიჩნევს.
შეხსენებისთვის, ოლისე “ბაიერნში” მეორე სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე გუნდის ფორმა 93 შეხვედრაში მოირგო, სადაც 35 გოლი გაიტანა და 50 ასისტი მიითვალა.