3-წლიანი პაუზის შემდეგ, ლიტერატურული პრემია “ლიტერა” ბრუნდება.
საქართველოს პენცენტრმა პრემია 6 ნომინაციაში გამოაცხადა:
· წლის საუკეთესო დებიუტი,
· წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა,
· წლის საუკეთესო პოეტური კრებული,
· წლის საუკეთესო პროზაული კრებული,
· წლის საუკეთესო რომანი,
· პენცენტრის სპეციალური პრიზი.
პრემიის მხარდამჭერები არიან Pen America, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი და სოციალური სივრცე “ეზოტოპია”
“ლიტერა” 2015 წელს მწერალთა სახლმა დააფუძნა. 2021 წელს, კონკურსი მწერალთა და გამომცემელთა პროტესტის შემდეგ ჩაიშალა.
უკმაყოფილება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, თავად დაენიშნა “ლიტერას” ჟიურის მეხუთე წევრი. საბოლოოდ კონკურსიდან წიგნების აბსოლუტური უმრავლესობა მოიხსნა, რის შემდეგაც მისი ჩატარება შეუძლებელი გახდა.
2022 წელს ჩატარდა კონკურსი “თავისუფალი ლიტერა”. ეს იყო ერთგვარი ალტერნატიული კონკურსი. მან 70-ზე მეტი მწერალი გააერთიანა. ინიციატორთა თქმით, “თავისუფალი ლიტერას” მიზანი “ლიტერას” ფორმატის გამეორება და კულტურის სამინისტროსგან “მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება” იყო.
ამავე თემაზე:
· თავისუფლება და სოლიდარობა – ნინო კასრაძის სიტყვა “თავისუფალ ლიტერაზე”
· “თავისუფალი ლიტერას” გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
