აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. შეხვედრა პენტაგონში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებებამდე ლოიდ ოსტინმა ოფიციალურად დაადასტურა ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
“უკრაინამ კონტროლი აღადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების უმეტესობაზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას გრძელ ვადაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორებიც დაგვეხმარებიან,” – თქვა ოსტინმა შეხვედრის დაწყებამდე.
პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორმხრივ მოლაპარაკებები მინისტრებს შორის, გასულ თვეს კიევში გამართული შეხვედრების გაგრძელებაა და მოიცავს უკრაინის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერის გრძელვადიან გეგმას.