პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა – CNN

პენტაგონმა უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილება ტრამპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამ ამერიკელ და ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, -ის ომის დეპარტამენტმა (ყოფილი თავდაცვის დეპარტამენტი) უკრაინისთვის Tomahawk რაკეტების გადაცემაზე ნებართვა გასცა მას შემდეგ, რაც შეაფასა, რომ ეს უარყოფითად არ აისახება ამერიკულ მარაგებზე. საბოლოო გადაწყვეტილება -ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზეა.
ცნობისთვის, აქამდე ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას ურჩევნია ს აღნიშნული რაკეტები არ გადასცეს, ვინაიდან „არ გვსურს ისეთი რაღაცების გადაცემა, რაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად გვჭირდება“.
ცნობისთვის, ამერიკულ Tomahawk რაკეტებს დაახლოებით 1,600 კილომეტრის მოქმედების რადიუსი აქვთ.
interpressnews.ge