პენტაგონმა განაცხადა, რომ Boeing-მა ისრაელის F-15-ების პროგრამისთვის 8.6 მილიარდი დოლარის კონტრაქტი მიიღო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„კონტრაქტი ითვალისწინებს ისრაელის საჰაერო ძალებისთვის F-15IA ტიპის 25 ახალი თვითმფრინავის დიზაინს, ინტეგრაციას, ინსტრუმენტაციას, ტესტირებას, წარმოებას და მიწოდებას, დამატებით 25 F-15IA თვითმფრინავის შეძენის არჩევანით“, – აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.
უწყების ცნობით, კონტრაქტი ისრაელისთვის უცხოური სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვას მოიცავს.
კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები სენტ-ლუისში შესრულდება და მისი დასრულება 2035 წლის 31 დეკემბრისთვის არის მოსალოდნელი.
პენტაგონმა ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა გამართა.




