პენტაგონი – ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი დანაკარგები განიცადეს

ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები პირველად ჩაერთნენ ბრძოლაში ს ძალებთან ერთად კურსკში და ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ჩაერთნენ ბრძოლაში კურსკში. გვაქვს მინიშნებები, რომ მათ განიცადეს მსხვერპლი, ჰყავთ როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები“, – აღნიშნა პეტ რაიდერმა.
მისი თქმით, არ აქვს დეტალები მსხვერპლის რაოდენობის შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარები ბრძოლაში გასულ კვირას ჩაერთნენ.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გუშინ განაცხადა, რომ ს კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფების მინიმუმ 30 ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“