პენტაგონი უკრაინის თავზე ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შესაძლებლობაზე – ეს ომში ჩვენი სხვაგვარად ჩართვა იქნება

ჩვენ ვსაუბრობთ ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტსა და ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ ს ირანული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში, როგორც ამას აკეთებენ ისრაელთან.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე, როდესაც შეიჭრა უკრაინაში, ბრძანა უკრაინისთვის მიეწოდებინათ ის, რაც მას სჭირდებოდა ბრძოლის ველზე.
„ისინი ძალიან წარმატებულად იყენებენ საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობებს, რათა გააგრძელონ თავიანთი ტერიტორიის დაბრუნება“, – აღნიშნა საბრინა სინგმა.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა პოლონეთის ან რუმინეთის ტერიტორიიდან საჰაერო სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება ომში ჩართვას, პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ უპასუხა:
”ეს ჩვენი ომში სხვაგვარად ჩართვა იქნება. ახლა კი ვგრძნობთ, რომ უკრაინა წარმატებით იცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან მის ქალაქებზე, მის მოსახლეობაზე, მის ინფრასტრუქტურაზე და ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ მათ აქვს ის მხარდაჭერა, რაც ამის გასაკეთებლად სჭირდებათ“, – აღნიშნა საბრინა სინგმა.