პენტაგონი – უკრაინა ამერიკულ GLSDB ბომბებს მიიღებს

პენტაგონში აცხადებენ, რომ მიიღებს ამერიკულ GLSDB ბომბებს შეთანხმებების შესაბამისად, მაგრამ კონკრეტულ ვადაზე ვერ ისაუბრებენ.
„როგორც გასულ წელს აღვნიშნეთ, ჩვენ უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით.თუმცა, ჩვენი ოპერაციების უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, კონკრეტულ თარიღებს ვერ დავადასტურებთ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები უკრაინასთან და პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს.
მანამდე, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ -მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას, შესაძლოა, 31 იანვარს გადასცეს.გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ წარმატებით გაიარა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შემოწმებები და მისი უკრაინისთვის გადაცემა უკვე 31 იანვარს შეიძლება მოხდეს. გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ძმები – ტარიელ და ლეონიდე თენაძეები უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ნატო ჩხეიძე: ბევრ კითხვას ბადებს მისი ეს წასვლა – ამბობს ქალაქის მერი აშშ ელჩის განცხადებაზე… წარმოვიდგინოთ იგივე ფრაზებს როგორ იტყოდა იგივე მერი შსს მინისტრის გომელაურის წასვლაზე…