პენტაგონი – „რამშტაინის“ შეხვედრაზე უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილება

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე (რამშტაინის ფორმატი), უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილება, – ამის შესახებ -ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრესსპიკერის მოადგილეს დაუსვეს შეკითხვა : როდის ელოდება შეერთებული შტატები უკრაინისთვის Patriot-ის ახალი სისტემის მიწოდებას და პენტაგონის აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ომზე.
„რაც შეეხება Patriot-ს, ჯერჯერობით განცხადება არ მაქვს. ვიცით, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის პრიორიტეტია. ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ – Patriot-ის სახით, ან სხვა ფორმით. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება განხილვის თემა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე“, -აღნიშნა საბრინა სინგმა.
მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი უკვე ჩაფრინდა ბრიუსელში, სადაც 13 ივნისს „რამშტაინის“ 23-ე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, 14 ივნისს კი – ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში.

ასევე დაგაინტერესებთ