„პენტაგონი მედიის თავისუფლებას არღვევს“ – „ნიუ იორკ თაიმსი“ -ის თავდაცვის უწყებას სასამართლოში უჩივის

გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ პენტაგონს სასამართლოში უჩივის მედიის წარმომადგენლებისთვის უწყებაში მუშაობის ახალი წესების გამო, რომელიც, მათი თქმით, -ს კონსტიტუციას არღვევს. კერძოდ კი, ირღვევა კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომელიც მედიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.
თავდაცვის დეპარტამენტი კი, ოქტომბერში შემოღებულ შიდა წესებს ინფორმაციის გაჟონვის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმად ხსნის.
აღნიშნული წესები კორესპონდენტისგან მოითხოვს, ხელი მოაწეროს 21-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა წყაროსთან ურთიერთობა ან ინფორმაციის გამოთხოვა.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ განმარტავს, ამით თავდაცვის უწყებას სურს მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც შიშისა და მიკერძოების გარეშე შეისწავლიან და შემდეგ ყვებიან ინფორმაციას პენტაგონისა და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაზე, მიუწვდომელი გახდეს ის სფეროები, რომელიც ისტორიულად პრესისთვის ღია იყო.
ოქტომბერში შემოღებული ახალი წესების შემდეგ, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა უარი თქვეს ამ პირობებში მუშაობაზე და პენტაგონის მიერ გაცემული აკრედიტაციები უწყებას დაუბრუნეს.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”