პენტაგონი – ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა განიხილეს სერიოზული შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ის ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო თავდასხმას განახორციელებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელელ კოლეგას იოავ გალანტს ესაუბრა, – ინფორმაციას -ის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
„მინისტრმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ს უფლებას დაიცვას თავი ირანის, ლიბანის ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსიტებისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სხვა ტერორისტული ორგანიზაციებისგან. ისინი შეთანხმდნენ საზღვრის გასწვრივ თავდასხმის ინფრასტრუქტურის დემონტაჟის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყონ, რომ ლიბანურმა ჰეზბოლამ ვერ განახორციელოს 7 ოქტომბრის ტიპის თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთ თემებზე“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე გადასვლის მნიშვნელობა, რათა რაც შეიძლება მალე იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და სტაბილურობა.
„მინისტრმა ოსტინმა და მინისტრმა გალანტმა განიხილეს სერიოზული შედეგები ირანისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანი აირჩევს პირდაპირ სამხედრო თავდასხმის დაწყებას ისრაელის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – მუდმივად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრებისგან რევოლუციების მოწყობის რეჟიმში მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც უკრაინაში ხდება, არ დავუშვათ, რომ ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!