პენტაგონი: აშშ-ს აქვს ვალდებულება უკრაინას დახმარება ადმინისტრაციის ცვლილებამდე გაუგრძელოს

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის თქმით, -ს აქვს ვალდებულება ს სამხედრო დახმარება ს ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაუგრძელოს.
პრესკონფერენციაზე სინგმა ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ვადის ბოლომდე აქტიური დარჩება საპრეზიდენტო დახმარების პაკეტები და უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა.
“უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში კვლავ გვაქვს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის გამოყოფაც შეგვიძლია. ამიტომ მომდევნო კვირებში ჩვენ განვაგრძობთ დახმარების პაკეტების მიწოდებას”. – თქვა სინგმა.
ამავდროულად, სინგმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების გეგმას კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით იანვარში დაგეგმილი ადმინისტრაციის ცვლილების ფონზე.
“აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ადმინისტრაციის ცვლილებაა დაგეგმილი, უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერი რჩება”. – დაამატა სინგმა.
წყარო: ტაბულა