პენტაგონი ამერიკელ კონტრაქტორებს უკრაინაში მუშაობის ნებართვას აძლევს

პენტაგონი არბილებს შეზღუდვებს, რათა მცირე რაოდენობის ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებს ნება დაერთოთ იმუშაონ უკრაინის ტერიტორიაზე, იტყობინებოდა ამერიკის მედია 8 ნოემბერს.
მათი ამოცანაა, დაეხმარონ უკრაინელებს სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებაში ფრონტის ხაზიდან დაშორებით და ისინი არ მიღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში, აცხადებენ ამერიკელი მოხელეები, რომლებსაც იმოწმებს მედია.
მ შეიარაღების რთული სისტემები მიიღო -სგან, რომელიც დახმარების სახით აწვდიდა უკრაინას სამხედრო ტექნიკას ბოლო ორი წლის მანძილზე. ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ვინაობა არ გაამხილეს, თქვეს, რომ კონტრაქტორების უკრაინაში მივლინების ნებართვა პენტაგონმა გასცა იმის გამო, რომ ზოგიერთი აღჭურვილობის შეკეთება, მათ შორის ავიაგამანადგურებლების – F-16-ისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისა, მოითხოვს მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას.
კონტრაქტორების გამოყენება, მათი თქმით, უკრაინის არმიას ტექნიკის სწრაფად შეკეთების შესაძლებლობას მიცემს, რათა სამხედროებმა მათი ბრძოლაში კვლავ გამოყენება შეძლონ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე – ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში და სამუდამოდ ჩამოიკიდა სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება – არ არსებობს ხელშესახები გარემოება, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული