პენტაგონი ამბობს, რომ უკრაინა სამიზნეების ამორჩევის შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას

Reuters-მა გაავრცელა -ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა 24 ივნისს განაცხადა, რომ სამიზნეების ამორჩევის შესახებ თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. ეს განცხადება პენტაგონმა გაავრცელა მას მერე, რაც კრემლმა პირდაპირ დაადანაშაულა აშშ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელიც მისი თქმით, აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. თავდასხმას ემსხვერპლა ცოტა, ოთხი ადამიანი და დაშავდა – 151.
“უკრაინა საკუთარ გადაწყვეტილებებს იღებს სამიზნეების შესახებ და ატარებს საკუთარ სამხედრო ოპერაციებს”, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, მაიორმა ჩარლი დიტცმა. 24 ივნისს უფრო ადრე, აშშ-ის ელჩი რუსეთში, ლინ ტრეისი ს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს სევასტოპოლზე სარაკეტო თავდასხმის გამო.
რუსეთის სამხედროების მტკიცებით, სევასტოპოლს უკრაინის არმიამ ესროლა ამერიკული წარმოების რაკეტა, ATACMS-ი, რომელსაც კასეტური ჭურვები აქვს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ელჩს განუცხადეს, რომ „ დაუსჯელი არ დარჩება ქმედება ვაშინგტონისა, რომლის მიზანი უკრაინის პრონაცისტური ხელისუფლების საომარი მოქმედებისკენ წაქეზებაა.“
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის