პენტაგონი ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან საუბრისას, განაცხადა პენტაგონმა სამშაბათს გვიან ღამით.
ეს იყო პირველი ზარი თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს შორის მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის წყვეტს თავის საპრეზიდენტო რბოლას და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში.
„საუბრისას მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე“, – განუცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე.
უმეროვმა თქვა, რომ მან და ოსტინმა ასევე განიხილეს ფრონტის ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული გადაუდებელი საჭიროებები.
ვაშინგტონი, ბაიდენის მეთაურობით, უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერია ს წინააღმდეგ ომში. შეერთებულმა შტატებმა 2022 წლიდან დღემდე, 50 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება გადასცა პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობას.
ამერიკისა და უკრაინის მაღალჩინოსნებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო ზარი შედგა. პრეზიდენტ ს შტაბის უფროსი, ანდრი ერმაკი ტელეფონით ესაუბრა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ს მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ფილ გორდონს.
ერმაკმა და გორდონმა განიხილეს სიტუაცია ფრონტზე და რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, აცხადებენ ერმაკის ოფისში.
“მან [ერმაკმა] ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობას თანამედროვე დასავლური სისტემებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს