პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას დამატებითი იარაღს უგზავნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ ს მოთხოვნით ს დამატებით იარაღს უგზავნიან.
პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შესაჩერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩარჩო, რომელიც მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ თავდაცვის პრიორიტეტების განუყოფელი ნაწილია.
შეგახსენებთ, -ის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინისთვის ძირითადი იარაღის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, პენტაგონის მიერ მარაგების გადახედვის გამო შეაჩერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას ს თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს