პენტაგონის საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა სასამართლომ საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების, მათ შორის ში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მასალების გასაჯაროებაში დამნაშავედ ცნო ამავე შტატის ეროვნული გვარდიის ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი, 22 წლის ჯეკ ტეიშეირა. მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტეიშეირა 2023 წლის აპრილში დააკავა.
იუსტიციის მინისტრ მერიკ გარლანდის თანახმად, ჯეკ ტეიშეირამ სოციალურ ქსელებში არაერთხელ გაავრცელა სამხედრო შინაარსის საიდუმლო ინფორმაცია, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა ანონიმ ინტერნეტ-მეგობრებზე.
საქმის პროკურორ ჯოშუა ლევის განცხადებით, ტეიშეირა პასუხისმგებელია -ის ისტორიაში საიდუმლო სადაზვერვო მონაცემების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაჟონვაზე, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა აშშ-ს, საფრთხე შეუქმნა სამხედრო მოსამსახურეებს და დააზიანა მოკავშირეებთან ურთიერთობები.
ჯეკ ტეიშეირამ დანაშაული დაკავებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის მარტში, აღიარა.