პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცესკოს წევრებს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს, პენსიაზე გასვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი უკვე მოაწერა “ქართული ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
კომპენსაციის ოდენობა იქნება ცესკოს მოქმედი წევრის თანამდებობრივი სარგოს მესამედი. ცვლილების მიხედვით, კომპენსაცია ერგებათ 65 წელს მიღწეულ იმ პირებს, ვისაც, ჯამში, 25-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვთ, მათ შორის – უწყვეტი 5 წლის განმავლობაში იყვნენ ცესკოს წევრები.
ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კომპენსაციას ვერ მიიღებენ ისინი, ვისაც სასამართლომ საარჩევნო კოდექსის დარღვევა დაუდასტურა.
სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ იმ პირებს, ვისაც სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის აქვთ შესრულებული და მიაღწევენ გარკვეულ ასაკს, ან შესაძლებლობების შეზღუდვის გამო ვეღარ ახერხებენ მოვალეობის შესრულებას.
აქამდე მსგავსი კომპენსაცია ჰქონდათ პარლამენტის წევრებს, გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეებს და საერთო, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება