პენიტენციური სამსახური რადიოწამყვან ნიკა კაციას შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებით გავრცელებულ დეზინფორმაციას, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ჟურნალისტის,ნიკა კაციას უფლებების შეზღუდვის შესახებ.
“გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნიკა კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.
შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.
თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.
მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან.”- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მისი დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება

ევროკავშირისათვის აშშ-სთან ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმება არის დასტური იმისა, რომ ამერიკა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს და ითხოვს და იღებს იმას, რაც მას, როგორც ქვეყანას სჭირდება – შეთანხმების შედეგები ევროკავშირისთვის სრული კრახია