პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სპციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ჩიკვაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება მისი დედის, ეკა წერეთლის ბრალდებებს:
“სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სურს, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და გამოეხმიანოს მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის დედის – ეკატერინე წერეთლის მიერ გავრცელებულ მორიგ პროვოკაციულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ და მისმა თანამესაკნეებმა შიმშილობა დაიწყეს საკვების მიუწოდებლობის გამო.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძეს და მის თანამესაკნეებს 2025 წლის 25 და 26 ოქტომბერს საუზმის სახით შეეთავაზათ „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად დადგენილი ულუფა, რაზეც უარი განაცხადეს და საკანში დაიტოვეს მხოლოდ პური; შემდგომ სადილისა და ვახშმის მიღებაზეც განაცხადეს უარი იმ მიზეზით, რომ არ სურდათ. ასევე, 2025 წლის 26 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:22 საათზე, მსჯავრდებულებს შეეთავაზათ სადილი, რა დროსაც მსჯავრდებულმა გ. ჩიკვაიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხულ საკვების დარიგებაზე უფლებამოსილ მსჯავრდებულს, რომელიც გადაადგილდებოდა დაწესებულების მორიგე თანამშრომელთან ერთად.
მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე, ასევე, არ დაემორჩილა მორიგე თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შეწყვეტის შესახებ და იგი კვლავ აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენებას სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სრულფასოვან კვებას, თუმცა, მსჯავრდებული გ. ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია – თითქოს სამსახური ვერ უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შესაბამისი კვებით, რაც ცალსახად არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ცილისწამებას.
ასევე, განვმარტავთ, რომ პენიტენციური სამსახური, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებს მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფაქტზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მსჯავრდებულებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიწისა და შენობა-ნაგებობების გიული ალასანიაზე ერთ ლარად გადაცემა, არის მაგალითი, თუ როგორ იქცა სახელმწიფო ქონება გამდიდრების წყაროდ იმ ოჯახისათვის, რომელიც იმ დროისთვის ძალაუფლებას ფლობდა

სააკაშვილმა გაპრეზიდენტების შემდეგ, ფაქტობრივად დედას აჩუქა სახელმწიფო ქონება. პროკურატურამ დღეს უკვე საქმე აღძრა უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე, გიული ალასანიას მიმართ, იმედია სიმართლე გაიმარჯვებს და ქონება დაუბრუნდება პოლიტექნიკურ ინსტიტუტს