პენიტენციური: კაცია უზრუნველყოფილია საკვებით, უფლებების ხელყოფაზე საუბარი სიცრუეა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაკავებულ ჟურნალისტ ნიკა კაციასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა და თქვა, რომ “ნიკა კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით”.
“გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.
ამასთან, საია-მ განცხადებაში აღნიშნა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრის მიმართ პატიმრობის აღსრულება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პატიმრობის კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით უნდა მოახდინოს.