პელოსიმ კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, კალიფორნიელმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ ვიცეპრეზიდენტ ს საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
პელოსის მსგავსი გავლენიანი პოლიტიკოსი მხარდაჭერა ჰარისის პოზიციების გამყარებისთვის მნიშვნელოვანია.
ნენსი პელოსის თქმით ის ჰარისს “ენთუზიაზმით”, “სიამაყითა” და “უსაზღვრო ოპტიმიზმით” უჭერს მხარს.
კალიფორნიელი დემოკრატის თქმით, ის “სრულადაა დარწმუნებული”, რომ კამალა ჰარისი ნოემბერში პარტიას გამარჯვებამდე მიიყვანს.
პელოსი გასულ თვეებში ცდილობდა დაერწმუნებინდა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურა მოეხსნა. ეს მას საჯაროდ არასდროს უთქვამს, თუმცა მედიები წერდნენ, რომ ამ ყველაფერზე პრეზიდენტს პირადად ესაუბრებოდა.
თავდაპირველად გავლენიანმა დემოკრატებმა, ნენსი პელოსიმ, ბარაკ ობამამ და წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა კამალა ჰარისის კანდიდატურის დაუყოვნებელი მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ამჟამად ჰარისს მხარს უჭერს კანდიდატურაზე თითქმის ყველა პოტენციური მოწინააღმდეგეც.
გასულ დღეს ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა. გასულ დღეებში მან აღნიშნა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ექიმებისგან შესაბამისი დიაგნოზი იარსებებდა. ამ სიტყვებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ -ს პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა.
ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვებას წინ უსწრებდა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან და ასევე სიტყვით გამოსვლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ ს პუტინი დაუძახა.
დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის უდიდესი შემომწირველი – ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ მათ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებოდათ.
საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ ბაიდენმა კანდიდატურაზე მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ავტომატურად გახდება. დემოკრატიულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება განცალკევებული პროცესით უნდა მიიღოს.