პეკინი იმპორტირებულ ევროპულ რძის პროდუქტებზე გამოძიებას იწყებს

ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაიწყეს ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტირებულ პროდუქტებთან მიმართებით გამოძიება.
ევროკავშირი ჩინეთში დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების რძის პროდუქტების ექსპორტს ახორციელებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ბრიუსელსა და პეკინს შორის სავაჭრო დაპირისპირების ესკალაციის ნიშანია.
„არსებობს ევროპული ეკონომიკის ოკუპაციის ჩინური სტრატეგია, რა დროსაც იყენებენ ჩვენი ექსპორტის ძლიერ მხარეს – საკვებს, სოფლის მეურნეობა…მაგრამ ჩვენ არ უნდა მოვტყუვდეთ და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ომი და ჩვენ უნდა დავიცვათ საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა საკმაოდ მკაფიოდ” , – აღნიშნავს ანალიტიკოსი ლუკ ვერნეტი ორგანიზაციიდან “ევროპის ფერმა”.
ევროპაში ჩინეთის მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება, ევროკავშირის მიმართ გაცემულ პასუხად განიხილება, მას შემდეგ რაც ბრიუსელმა იმპორტირებულ ჩინური ელექტრომობილებზე ტარიფი დააწესა.
ამ სავაჭრო ომში, ევროკავშირი ასევე ეწინააღმდეგება ჩინეთის სუბსიდიებს ქარის ელექტროსადგურებზე და მზის პანელებზე. თავის მხრივ პეკინში კი დაიწყო გამოძიება ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი ღორის ხორცის, ლიქიორის, ქიმიური პროდუქტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ირგვლივ.
ესპანეთში პრესკონფერენციის დროს, ევროკავშირის დიპლომატიის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ჩინეთთა სავაჭრო ომი გარდაუვალი იყოს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ომზე საუბარი ჯერ ადრეა.
“მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ მოხდეს ნამდვილი სავაჭრო ომი, რაიმე სახის დაღმასვლაა საჭიროა, სადაც ჩვენ რეალურად განვიხილავთ ორივე მხარის საპასუხო ზომებს. ამჟამად სიტუაცია რაღაც ფორმით შენარჩუნებულია ზოგიერთ სექტორსა და ინდუსტრიაში და სიტუაციის შეცვლა დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენად მოხდება მართლაც შემზღუდავი ზომების აღსრულება” , – ამბობს მკვლევარი ნიკოლას პოიტერსი.
ორივე ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ რეალური გამოცდა -ის საპრეზიდენტო ს შედეგი იქნება, კერძოდ, გაიმარჯვებს თუ არა , რომელიც იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებისა და სხვა ბარიერების დაწესების მომხრეა.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”