პეკინის გამზირზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო – თბილისის მერია

საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირზე, N33, N35, N37 და N39 კორპუსების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 1 500 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში, 5 000 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო – გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები. ვაგრძელებთ არსებული სივრცეების ათვისებას – პარკების, სკვერების მოწყობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს