„პეისერა“ ბანკში ევროს გადარიცხვები ევროკავშირის ქვეყნებში სრულად უფასო გავხადეთ, არანაირი საკომისიო არ გვაქვს და ეს ისეთივე მარტივი და მყისიერია, როგორც საქართველოში ლარით ანგარიშსწორება და არ არის დამოკიდებული სამუშაო დღეებზე, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „პეისერა” ბანკის კომერციულმა დირექტორმა ანა თურქაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათი ციფრული ბანკი ინტეგრირებულია ევროს ერთიანი გადახდის სისტემასთან (Sepa), რაც მომხმარებლებს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს
„საქართველოს დიდი ხანია შეტანილი აქვს განაცხადი და ვიდრე ქვეყანა გახდებოდა Sepa-ს წევრი, „პეისერა“ ბანკის საშუალებით ჩვენს მომხმარებლებს მივეცით საშუალება, რომ ესარგებლათ აღნიშნული სერვისით. ეს კი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ევროს გადარიცხვები ისეთივე მარტივი და მყისიერია, როგორც საქართველოში ლარით ანგარიშსწორება და არ არის დამოკიდებული სამუშაო დღეებზე. არასამუშაო დღეებშიც შესაძლებელია თანხის გადარიცხვა და ჩარიცხვა, რომელიც მიმღების ანგარიშზე ისახება მყისიერად და არ სჭირდება შუამავალი ბანკები, არ აჭრის დამატებით საკომისიოს და რაც გადაირიცხება, სრულად იღებს მიმღები. იგივე არის ჩარიცხვის შემთხვევაში: როცა ევროკავშირის ქვეყნებიდან თანხა ირიცხება „პეისერას“ ევროს ანგარიშზე, გამომგზავნს რამდენიმე ცენტი უჯდება, ან შეიძლება უფასოდაც გადმორიცხოს, რაც ძალიან კარგი შეთავაზებაა კომპანიებისთვისაც და კერძო პირებისთვისაც“, – განაცხადა ანა თურქაძემ.
მისი თქმით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, „პეისერა“ ბანკმა მომხმარებელს უპრეცედენტო აქცია შესთავაზა, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროს გადარიცხვები ევროკავშირის ქვეყნებში სრულად უფასო გახდა.
„პეისერა“ ბანკის კომერციული დირექტორის თქმით, მათ კარგი შეთავაზებები აქვთ ვალუტის კურსთან დაკავშირებით. სხვა ბანკებთან შედარებით, მათთან ყოველთვის უკეთესი კურსია.
„გარდა ამისა, 20 განსხვავებულ ვალუტაში ვაკეთებთ ანგარიშსწორებას, საკომისიოები ბაზარზე რომ ავიღოთ და შევადაროთ, ძალიან მნიშვნელოვნად დაბალია და საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ლარის გადარიცხვებიც უფასო გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია ყველა კომერციულ ბანკში საქართველოში გადარიცხვა გააკეთონ საკომისიოს გარეშე“, – ამბობს ანა თურქაძე.
ზოგადად, ციფრული ბანკები ტრადიციული ბანკებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მომხმარებელს ნებისმიერი სახის მომსახურებას დისტანციურად, ფილიალსა და სერვის-ცენტრებში მისვლის გარეშე სთავაზობენ. „პეისერა“ ბანკის კომერციული დირექტორმა რადიოს ეთერში კომერციული ბანკის უპირატესობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ბანკის მიზანი ინოვაციური ბიზნეს-მოდელების განვითარებაა.
„პეისერა ბანკში, როგორც პირველ ციფრული ლიცენზიის ბანკში მომხმარებლებს ვთავაზობთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულიად დისტანციურად დარეგისტრირდნენ, გახსნან ანგარიში და სრულ საბანკო მომსახურებას ვუწევთ დისტანციურად, სწორედ ეს არის ციფრული ბანკის უპირატესობა, რომ არ სჭირდებათ კონკრეტულ ფილიალში ვიზიტი. არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება იურიდიული პირი, თუ ფიზიკური, ყველას შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით მარტივად ერთი აპლიკაციით, ფაქტობრივად ბანკი აქვთ საკუთარ ჯიბეში და იყენებენ ნებისმიერი მიზნისთვის, ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ანა თურქაძემ.
რაც შეეხება გეგმებს, ანა თურქაძე ამბობს, რომ მათი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სრულად ციფრული და ინოვაციური პროდუქტები. 2024 წლიდან დაემატებათ სტანდარტული საბანკო პროდუქტები, მაგრამ დარჩებიან ბაზარზე იგივე ტარიფებითა და იგივე პირობებით.
„რამდენიმე თვეა რაც „პეისერა“ ბანკმა რეალურ გარემოში დაიწყო ოპერირება და ამ მოვახერხეთ ის, რომ ბევრი მომხმარებელი მოვიზიდეთ. თუმცა, მომავალი წლიდან იგეგმება მეტი განვითარება. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ სრულად ციფრული და ინოვაციური პროდუქტები. მომავალი წლიდან დაგვემატება სტანდარტული საბანკო პროდუქტები, როგორებიცაა სასესხო პროდუქტები, დეპოზიტები, საბარათე პროდუქტები და სხვა მრავალი. განსხვავება ის იქნება, რომ დავრჩებით ბაზარზე კონკურენტუნარიანი იგივე ტარიფებით, იგივე პირობებით და სხვადასხვა ბენეფიტებით, რომლითაც ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ.
ბევრი მოთამაშე შემოვიდა ბაზარზე, ვითარდება როგორც ციფრული, ისე სტანდარტული კომერციული ბანკები და მნიშვნელოვანია, რომ ფეხი ავუწყოთ სიახლეებს და წინ წავიდეთ, შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს ინოვაციური მომსაუხურეობა“, – აცხადებს ანა თურქაძე.
