პედრო სანჩესი ესპანეთის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს

მას შემდეგ, რაც სოციალისტური პარტიის ლიდერმა, პედრო სანჩესმა, სეპარატისტ კატალონიელებთან შეთანხმებას მიაღწია, ის პრემიერად მეორე ვადით აირჩიეს.
ესპანეთის 350-კაციან პარლამენტში სანჩესმა 179 დეპუტატის მხარდაჭერა მოითხოვა; პრემიერმინისტრად
ხელახლა დანიშვნისთვის კი მას 176 ხმა სჭირდებოდა. სანჩესის კანდიდატურის წინააღმდეგი 171 დეპუტატი იყო.
პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად სანჩესს კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიასთან “ერთად კატალონიისთვის” პოლიტიკური გარიგების დადება მოუწია. შეთანხმების თანახმად,
სანჩესი დათანხმდება ამნისტიის გამოცხადებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2012-2023 წლებში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნისთვის იყვნენ ბრალდებულნი; ამასთან, სამომავლოდ კატალონიის თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის ინიციატივი გამოცხადდება; დამატებით, სანჩესმა მხარი უნდა დაუჭიროს კატალონიის ავტონომიის სასამართლო გზებით გაფართოებას. შეთანხმების სანაცვლოდ კი “ერთად კატალონიისთვის” სოციალურ პარტიასთან კოალიციაში შევიდა.
მიუხედავად ამისა, გარიგებას ესპანეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მადრიდსა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კატალონიის დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციები გაიმართა.