პედრო სანჩესი – აშშ-ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ესპანეთს მადუროს მთავრობა არასდროს უღიარებია, რადგან მან წესები დაარღვია, რადგან მისი არჩევა არალეგიტიმური იყო. სწორედ ამ მიზეზით, ესპანეთი ვერ აღიარებს სამხედრო მოქმედებას, რომელიც აშკარად უკანონია და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – განაცხადა სანჩესმა.
მისი თქმით, ვენესუელაში აშშ-ის მოქმედება „საშინელ და საშიშ პრეცედენტს“ ქმნის.
„როგორც ჩანს, სამხედრო მოქმედების ერთადერთი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მთავრობის შეცვლა მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩასაგდებად“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?