პედრო სანჩესი – -ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს

აშშ-ს ვენესუელის ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება სურს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
„ესპანეთს მადუროს მთავრობა არასდროს უღიარებია, რადგან მან წესები დაარღვია, რადგან მისი არჩევა არალეგიტიმური იყო. სწორედ ამ მიზეზით, ესპანეთი ვერ აღიარებს სამხედრო მოქმედებას, რომელიც აშკარად უკანონია და საერთაშორისო სამართალს არღვევს“, – განაცხადა სანჩესმა.
მისი თქმით, ვენესუელაში -ის მოქმედება „საშინელ და საშიშ პრეცედენტს“ ქმნის.
„როგორც ჩანს, სამხედრო მოქმედების ერთადერთი მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მთავრობის შეცვლა მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩასაგდებად“, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.