პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ

11
წაკითხვა
პედრო პასკალი, მადონა, ხავიერ ბარდემი, მარკ რუფალო, ელიოტ პეიჯი და ჯეინ ფონდა იმ ათეულობით ჰოლივუდელ ცნობილ ადამიანს შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ღია წერილს, სადაც ფედერალურ მთავრობას მოუწოდებენ, დახუროს ტეხასში მდებარე დილის იმიგრაციული საპროცესო ცენტრი (Dilley Immigration Processing Center), სადაც ICE ბავშვებსა და მათ მშობლებს აკავებს. ღია წერილი იწყება განცხადებით: “არცერთი ბავშვი არ უნდა იყოს ჩაკეტილი დაკავების ცენტრში”.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უერთდებიან საბავშვო კონტენტის ავტორს, Ms. Rachel-საც, რომელმაც ამ თვეში ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც დაკავებულ ბავშვებს ვიდეოზარის საშუალებით შეხვდა და პირობა დადო, რომ დილის ცენტრის დახურვისთვის იბრძოლებს. წერილს ასევე აწერენ ხელს ჯონ ლეჯენდი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, ბილი პორტერი, კიკი პალმერი, ჰასან მინაჟი, სიუზან სარანდონი და სხვა მრავალი.
NBC News-ის მიხედვით, დილიში ბავშვები უჩივიან განათლებაზე შეზღუდულ წვდომას, მუდმივად ჩართულ განათებასა და ობიან საკვებს. ტრამპის ადმინისტრაციის იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, “2300-ზე მეტი ბავშვი” აღმოჩნდა დაკავების ცენტრში მშობლებთან ერთად, სასამართლოს მიერ დანიშნული მონიტორების მონაცემებით, “მათგან აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ დილიში”. ბევრი მათგანი იქ კვირებით ან თვეებითაც კი რჩება.
ღია წერილში წერია: “იმიგრაციულ დაკავებაში მყოფი ბავშვები განიცდიან ტრავმას, უყურადღებობას და ცხოვრობენ პირობებში, რომლებიც არღვევს ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და ადამიანის უფლებების საბაზისო სტანდარტებს. სასამართლო დოკუმენტებში აღწერილი ძალადობის შემთხვევები მოიცავს სუფთა წყლის მიწოდებაზე უარს, ჭიებით დაბინძურებულ ლპობად საკვებს, საშიშ სამედიცინო უყურადღებობას, ძილის დეფიციტს, იურიდიული დახმარების უარყოფას, ბავშვების ოჯახებისგან განცალკევებას და იმ ოჯახების მიმართ შურისძიებას, რომლებიც არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. ბავშვების ადგილი არის სკოლებსა და სათამაშო მოედნებზე, არა დაკავების ცენტრებში”.
წერილი აგრძელებს: “ჩვენ მოვუწოდებთ ფედერალურ მთავრობასა და CoreCivic-ს დაუყოვნებლივ დახურონ დილის ცენტრი, დააბრუნონ ბავშვები და ოჯახები იმ სახლებსა და საზოგადოებებში, საიდანაც ისინი წაიყვანეს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბავშვების დაკავება. ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ დახურვით არ სრულდება, ვითხოვთ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და სისტემურ რეფორმებს, რათა ასეთი დარღვევები -ის არც ერთ ნაწილში აღარ განმეორდეს”.
Ms. Rachel, რომლის ნამდვილი სახელია რეიჩელ აკურსო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო კონტენტ-კრეატორია იუთუბზე. მისი პროექტი სიმღერები პატარებისთვის ორიენტირებულია ადრეული ასაკის ბავშვების მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე და ეფუძნება ადრეული განვითარების პრინციპებს. აკურსოს ვიდეოები მილიონობით მშობლისთვის ყოველდღიური რესურსია და ხშირად გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება მეტყველების განვითარების პროცესში. სწორედ ამ ფართო გავლენის გამო მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება მისმა ჩართულობამ დილის თემაში, როცა მან საჯაროდ დაიწყო საუბარი დაკავებულ ბავშვებზე და მათთან პირდაპირი კომუნიკაციაც სცადა. ცოტა ხნის წინ მან ვიდეოზარით დაურეკა 9 წლის დეივერ ჰენაო ხიმენეს, რომელიც მარტის დასაწყისში მშობლებთან ერთად იქ მოათავსეს. ეს მისი მეორე ვიდეოზარი იყო დაკავებულ ბავშვთან, პირველად ის 5 წლის გეილს ესაუბრა.
NBC News-თან საუბრისას აკურსომ თქვა: “სრულიად დაუჯერებელი იყო ამ პატარა, კეთილი სახის დანახვა და იმის შეგრძნება, თითქოს ზარზე ვიყავი ვინმესთან, ვინც ციხეშია. ეს გულს მიკლავდა და არასდროს მეგონა, რომ ასეთ რამეს ცხოვრებაში შევხვდებოდი… ვცდილობთ, ბავშვი ციხიდან გამოვიყვანოთ, რომ მართლწერის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვებს ერთ წინადადებაში ვიტყოდი”.
კომენტარები
გადახედვა
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
6 წუთის წინ
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
21 წუთის წინ
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
2 საათის წინ
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
გადახედვა
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება
2 საათის წინ
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესს უკავშირდება
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
2 საათის წინ
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
გადახედვა
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
2 საათის წინ
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
3 საათის წინ
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
3 საათის წინ
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
4 საათის წინ
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
4 საათის წინ
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
გადახედვა
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
16 საათის წინ
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — მარკო რუბიოსთან საუბარზე
18 საათის წინ
განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვა — ირაკლი მარკო რუბიოსთან საუბარზე
გადახედვა
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
18 საათის წინ
მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
18 საათის წინ
ბალანსი, ნდობა, უწყვეტი განათლება: რატომ არის ენა საუკეთესო ინვესტიცია თქვენი გუნდისთვის?
გადახედვა
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
19 საათის წინ
სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
30 მარტი, 14:12
ჭამის დროს წყლის დალევა მონელებას აფერხებს — მითი თუ რეალობა
გადახედვა
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
30 მარტი, 14:00
საბა ბუაძე: რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის ფასი მოიმატებს, როდესაც ენერგეტიკული სექტორი ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და კორუფციული სივრცეა
გადახედვა
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
30 მარტი, 13:38
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
გადახედვა
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
30 მარტი, 13:36
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა
გადახედვა
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
30 მარტი, 13:24
ირაკლი კუპრაძე: ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე
გადახედვა
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
30 მარტი, 12:42
ვიდეო: ფსიქოლოგის პროფესია საქართველოში — ინტერვიუ ნათია სორდიასთან
კვირის ტოპ-5
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა32279 ნახვა
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ სიმღერებს წყალზე18351 ნახვა
ქვიზი: გაიშვები თუ არა ლაშქრობაში?8560 ნახვა
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა7630 ნახვა
მისი მაცივარი ცარიელია და ერთი პირსახოცი აბადია — მეი მასკი ილონის ყოველდღიურობაზე6755 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
ციტატები
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
დავით ნარმანია: ტარიფის ზრდის საფუძვლებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე
გადახედვა
პოლიტიკა
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
გადახედვა
საკითხავი
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
სერიული მკვლელი, რომელიც საკუთარმა ნაწერმა ამხილა
გადახედვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
ტრამპი: ირანის ნავთობის ხელში ჩაგდება ყველაზე მეტად მიზიდავს
გადახედვა
საზოგადოება
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
სემეკი: ელექტროენერგიის ტარიფი თბილისსა და რეგიონებში 5-5 თეთრით იზრდება
გადახედვა
მხატვრობა
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
იტალიაში სამწუთიანი ძარცვისას რენუარის, სეზანისა და მატისის ნახატები მოიპარეს
გადახედვა
საზოგადოება
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავეს აქედან 7 არასრულწლოვანია
გადახედვა
კულტურა
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
რამდენ ხანს მოგვიწევს ხოლმე ლოდინი ჰარი პოტერის სერიალის ახალ სეზონებამდე
გადახედვა
პოლიტიკა
კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
კესო დეკანოსიძემ ბიძინა ივანიშვილის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა”
ელენე ხოშტარია: NATO-სთან ინტეგრაციის პროცესი ოცნებამ ინსტიტუციურად მოკლა”
ახლა კითხულობენ
გადახედვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა
30 მარტი, 10:31
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
მისი…
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტრაილერი გზიდან გადავარდა — დაშავებულია მძღოლი
6 მთავარი დეტალი ჯორჯ მარტინის ინტერვიუდან
“არა მეფეებს” პროტესტის მესამე ტალღა — ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე 8 მლნ ადამიანი გამოვიდა
სომხეთის მმართველმა პარტიამ მომავალ არჩევნებზე პრემიერმინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა