პედრი: ლევანდოვსკი 60 წლამდე ვერ ითამაშებს, ჰოლანი უნდა დავიმატოთ

“ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ესპანელ ბლოგერ იბაი ლანოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბლაუგრანამ” ჰოლანი უნდა შეიძინოს.
“ჰოლანს აუცილებლად შევიძენდი, ის კიბორგია. ძალიან ბევრი გოლის გატანა შეუძლია. ლევანდოვსკი 60 წლამდე ვერ ითამაშებს. ასევე “მანჩესტერ სიტიდან” ალვარესის თამაშს გამოვარჩევდი”, – განაცხადა პედრიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 21 მატჩი გამართა, თავი კი 9 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.