პედიატრი, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კოტე ჩახუნაშვილი დააკავეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცი, რომ ნუცუბიძის 69 ნომერში, კოტე ჩახუნაშვილის ავტომობილი მეგობრებმა ცარიელი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, მან დაახლოებით 20:00 საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
ცნობისთვის, წინა დღით ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარეს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ, ჩახუნაშვილმა კი დაკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა.