„პაცცას პიცა“ გლდანში ფილიალს 8 აპრილს ხსნის

„პაცცას პიცა“ მესამე ფილიალს გლდანში 8 აპრილს ხსნის, – ამის შესახებ „პაცცა“ სოციალურ ქსელში წერს. მანამდე კი ნეაპოლიტანური პიცას, თბილისის 2 ფილიალში, 20%-იანი ფასდაკლების ერთჯერადი სტიკერით იყიდება, რომელსაც მომხმარებელი მხოლოდ გლდანში სტუმრობისას გამოიყენებს.
შეგახსენებთ, რომ ნეაპოლიტანური „პაცცას პიცა“ თბილისში 2019 წელს, პანდემიამდე გაიხსნა. „პაცცაში“ 9 სახის პიცას ამზადებენ და, ამ დრომდე, თბილისში 2 ფილიალით არიან წარმოდგენილი.
„პაცცას პიცის“ ფასი 24-დან 29 ლარამდეა. გაყიდვაში აქვთ, ასევე, სენდვიჩები, „ტკბილი პიცა“ და „ტირამისუ დისარონო“, რომელთა ფასები 12-დან 20 ლარამდეა.