პაციენტებში სისხლის კიბო განიკურნა – როგორ მუშაობს”ფუძის რედაქტირება”

ახალ­მა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თოდ­მა პა­ცი­ენ­ტებ­ში სის­ხლის კიბო გან­კურ­ნა – რას გუ­ლის­ხმობს “ფუ­ძის რე­დაქ­ტი­რე­ბა” და რო­გორ მუ­შა­ობს ის?
ექი­მე­ბი იუ­წყე­ბი­ან, რომ თე­რა­პი­ამ, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ნა­წი­ლად ით­ვლე­ბო­და, ზო­გი­ერთ პა­ცი­ენ­ტში აგ­რე­სი­უ­ლი და გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სის­ხლის კიბო შე­ა­ჩე­რა.
მკურ­ნა­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბის დნმ-ის ზუსტ რე­დაქ­ტი­რე­ბას, რათა ისი­ნი კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად „ცო­ცხალ პრე­პა­რა­ტად“ გარ­და­იქ­მნას. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­მაც მკურ­ნა­ლო­ბა გა­ი­ა­რა ახლა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობს და ონ­კო­ლო­გო­ბა სურს.
პირ­ვე­ლი გან­კურ­ნე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი – ალი­სა
რო­გორც BBC წერს, დღემ­დე, მკურ­ნა­ლო­ბა 8 ბავ­შვმა და 2-მა ზრდას­რულ­მა გა­ი­ა­რა – მათ მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია ჰქონ­დათ. ექი­მე­ბის თით­ქმის ორმა მე­სა­მედ­მა (64%) რე­მი­სი­ას მი­აღ­წია.
“ნამ­დვი­ლად მე­გო­ნა, რომ მოვ­კვდე­ბო­დი…“ – ამ­ბობს 16 წლის ალი­სა ტაპ­ლი, რო­მე­ლიც გან­კურ­ნე­ბუ­ლებს შო­რი­საა.
ალი­სა გრე­იტ ორ­მონდ სტრი­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. ახლა მას მხო­ლოდ ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მოწ­მე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა.
· რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი?
ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ლე­ჯის (UCL) და გრე­ით ორ­მონდ სტრი­ტის სა­ა­ვად­მყო­ფოს გუნ­დმა გა­მო­ი­ყე­ნა ტექ­ნო­ლო­გია, რო­მელ­საც ფუ­ძის რე­დაქ­ტი­რე­ბა ეწო­დე­ბა.
ფუ­ძის ოთხი ტიპი – ადე­ნი­ნი (A), ცი­ტო­ზი­ნი (C), გუ­ა­ნი­ნი (G) და თი­მი­ნი (T) – ჩვე­ნი გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის სა­შე­ნი მა­სა­ლაა. ფუ­ძის რე­დაქ­ტი­რე­ბა მეც­ნი­ე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, შეც­ვა­ლონ მხო­ლოდ ერთი ფუ­ძის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რა, გა­და­ა­კე­თონ იგი და “გა­და­წე­რონ მოქ­მე­დე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი“.
სწო­რედ ამი­ტომ, ლე­ი­კე­მი­ის გან­სა­კურ­ნებ­ლად, მათ დო­ნო­რის­გან ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბი აი­ღეს და მათი მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და­ი­წყეს. რო­გორც უკვე დავ­წე­რეთ, მცდე­ლო­ბა შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი ინ­ფექ­ცი­აა, რო­დე­საც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა და­სუს­ტე­ბუ­ლია.
წყა­რო: ambebi.ge