მსოფლიო ჩემპიონსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ლუკა კურტანიძეს, სამართალდამცავებმა ხელბორკილები ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერის პირობების დარღვევის ბრალდებით დაადეს. კურტანიძე მას შემდეგ დააავეს, რაც მისი ყოფილი მეუღლის მიერ გავრცელდა ვიდეო, სადაც თავდასხმის ეპიზოდი ჩანს. კადრებში პოლიციაც ჩანს, თუმცა ქალი აცხადებს, რომ პატრული არ რეაგირებდა.
„პატრულს კურტანიძის ეშინია,“ – ამბობს ძალადობის მსხვერპლი ხათუნა მიქაცაძე „პირველებთან“ ინტერვიუში.