“პატრული აღარ დაემორჩილება ბრძანებას, თუ რამდენჯერმე ისევ ისეთი დარბევა მოხდა… პროტესტი შეაღწევს ყველგან” – რა პროცესებს უნდა ველოდოთ პრეზიდენტის და აქციების გარშემო?

პო­ლი­ტო­ლო­გი: “პატ­რუ­ლი აღარ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა ბრძა­ნე­ბას, თუ რამ­დენ­ჯერ­მე ისე­თი­ვე დარ­ბე­ვა მოხ­და, პრო­ტეს­ტი შე­აღ­წევს ყველ­გან… ამ ეტაპ­ზე “ოც­ნე­ბა” მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არ წავა” – რა პრო­ცე­სებს უნდა ვე­ლო­დოთ?

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აუ­დი­ენ­ცი­ას სთა­ვა­ზობს.

“შეხ­ვედ­რა ამ კვი­რა­ში უნდა მოხ­დეს, რად­გან დრო აღარ არის. უნდა და­ი­ნიშ­ნოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ამა­ზე უნდა ვი­სა­უბ­როთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მა­ინც მი­ვალთ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ოღონდ, ამ რე­ჟი­მის ჩა­მოშ­ლით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კი მე ჩემი როლი მექ­ნე­ბა“, – ამ­ბობს პრე­ზი­დენ­ტი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჰპირ­დე­ბა,რომ 29 დე­კემ­ბრის შემ­დე­გაც რჩე­ბა ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად, იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­ცვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ხალ­ხის მსა­ხუ­რი.

თა­ვის მხრივ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტის – სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა და­ა­ა­ნონ­სა:

“ერთი კვი­რაც აღარ აქვს დარ­ჩე­ნი­ლი სა­კუ­თარ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ამ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებს. მარ­თა­ლია, ზოგი ევ­რო­პე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ჩი­ნოვ­ნი­კი აცხა­დებს, რომ 29 დე­კემ­ბრამ­დე ბევ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ არა­ვი­თა­რი ბევ­რი რამ არ მოხ­დე­ბა. Deep state სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ვერ გა­ი­მარ­ჯვებს. 29-ში მო­უ­წევს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა. ვნა­ხოთ, სად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, გი­სო­სებს მიღ­მა, თუ გა­რეთ. მგო­ნია, მას ეყო­ფა გო­ნი­ე­რე­ბა არ და­არ­ღვი­ოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ნორ­მე­ბი“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

  • “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ლი­დე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის აუ­დი­ენ­ცია არ შედ­გე­ბა. რა შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ნიშ­ნე­ბა ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ზო­გა­დად, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოვ­ლე­ნე­ბი, ამა­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

“მგო­ნია, რომ ამ ეტაპ­ზე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” არა­ნა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არ წავა და ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­აც გა­ი­მარ­თე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას გა­ა­კე­თებს. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ბა­ხი­ძის და­პი­რე­ბას, გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდე­ბა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, არ ვიცი, რა ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. არც ის ვიცი, რას გუ­ლის­ხმობს პრე­ზი­დენ­ტი, როცა ამ­ბობს, ვრჩე­ბი ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტა­დო, ანუ აქ ორი­ვე მხრი­დან ლა­პა­რა­კია იმა­ზე, და­ტო­ვებს თუ არა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

პრე­ზი­დენ­ტი სა­სახ­ლეს თუ არ და­ტო­ვებს, ამის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, ამას ამ­ბობს კო­ბა­ხი­ძე? ამი­ტომ არ მეს­მის, ეს ფრა­ზე­ბი. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­სახ­ლეს თუ არ და­ტო­ვებს, ალ­ბათ ძა­ლით გა­მო­იყ­ვა­ნენ. თუ არ უნ­დათ დიდი ჭა­პან­წყვე­ტა, შე­უძ­ლი­ათ ინა­უ­გუ­რა­ცია ჩა­ა­ტა­რონ, ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი გარ­კვე­უ­ლი დრო­ით სუ­ლაც არ შევა სა­სახ­ლე­ში და ბოლო-ბოლო, ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა თუ არ უნ­დათ, სა­ლო­მე რომ გა­მო­ვა სა­სახ­ლი­დან, უკან აღარ შე­უშ­ვე­ბენ. მათ თუ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა უნ­დათ, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და მა­შინ იმას გუ­ლის­ხმობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რომ ამას მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რა­საც მო­ე­რი­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას