პატრიარქმა კირილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედვედევი, თავადის დიმიტრი დონელის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, მედვედევს ორდენი “ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”, მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაეცა.




