„დღეს სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთთან მშვიდობიანად თანაცხოვრება, საერთო ისტორიის, კულტურისა და რწმენის გაზიარება, თავად უკრაინელი ხალხის ინტერესში შედის“, – ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ განაცხადა.
„დღეს სულ უფრო ცხადი ხდება, რომ უკრაინელი ხალხის ინტერესებში შედის რუსეთთან მშვიდობიანად ცხოვრება, მათთან საერთო ისტორიის, კულტურისა და რწმენის გაზიარება. ეს ყოველთვის იყო და იქნება კეთილდღეობისა და თავისუფალის გასაღები ჩვენი მოძმე ხალხისთვის. ჩვენ დიდი გულისტკივილით ვიღებთ ყველაფერს, რაც დღეს უკრაინას ემუქრება“, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
მისივე თქმით, სიძულვილის წაქეზების პოლიტიკა ადრე თუ გვიან მიიღებს შესაბამის შეფასებას.
„გულწრფელად ვარ დარწმუნებული, რომ სიძულვილის წაქეზების პოლიტიკა ადრე თუ გვიან მიიღებს შესაბამის შეფასებას“, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.