პატრიარქი ს – გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას – ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ს საქართველოს პრემიერ-მინისტრის­ თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.
„ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს.
ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.
გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.
84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე გამოსავალი არ იქნება, ეს ილუზიები, რომ ქუჩაში ვიდგებით და გაიქცევიან, არავინ არსად არ გაიქცევა – სანამ არ გაჩნდება ძალა, რომელსაც ექნება ხალხის მხარდაჭერა, ხელისუფლება არ შეიცვლება

აკაკი ბობოხიძე – მგონია, რომ პარტიები ძალიან გავერთეთ ქვეყნის შიგნით მიტინგების დაორგანიზებით, რომელიც სინამდვილეში თავისთავად ორგანიზდება – ჩვენ გვაქვს სხვა სფერო, სადაც ვართ შეუცვლელები, ეს არის პარტნიორებთან მუშაობა