პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის – მითების დეტექტორის კვლევა

“როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის?” – ამ სათაურით აქვეყნებს კვლავას ორგანიზაცია მითების დეტექტორი. მათ კათოლიკოს-პატრიარქ -ის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოკვეთილი დისკრედიტაციისა და მანიპულაციური ნარატივების კამპანია შეისწავლეს.
მათი ცნობით, კამპანია მიზნად ისახავდა პატრიარქის გარდაცვალების კონტექსტში ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების შესახებ მცდარი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოების პოლარიზაციას.
“კამპანიის ძირითადი გზავნილები ითვალისწინებდა საზოგადოების დაყოფას “მგლოვიარე” და “პროტესტში მყოფ” ჯგუფებად; პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დისკრედიტაციას, მათი სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებისა და მასალების მანიპულაციური გავრცელებით, რაც მათ ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ძალებად წარმოაჩენდა.
სხვადასხვა აქტორი ასევე ცდილობდა წარმოეჩინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია წლების განმავლობაში უცხოური ძალების, დასავლეთის ქვეყნების და ე.წ. „აგენტურული ქსელების“ მიერ იყო ორგანიზებული. პარალელურად, რუსეთის საგარეო დაზვერვაზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ნარატივი, რომ გარე აქტორები ცდილობენ გავლენის მოპოვებას ეკლესიაზე და პატრიარქის არჩევის პროცესზე, მათ შორის “უკრაინის სცენარის” ანალოგიით” – წერს მითების დეტექტორი.
მითების დეტექტორის ცნობით, მონიტორინგის შედეგად 17 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით პერიოდში შემდეგი გზავნილები გამოიკვეთა:
მეუფე შიო პატრიარქობის რეალური კანდიდატია და მისი კრიტიკა -ის კრიტიკის ტოლფასია
უკრაინის სცენარი საქართველოში – დასავლეთი ეკლესიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს
პოლარიზაცია – „მანქურთები” რუსთაველზე, პატრიოტები პატრიარქის სამძიმარზე
უცხოური ძალები, ოპოზიცია და „აგენტურული ქსელები“ ეკლესიის დისკრედიტაციას ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ
დასავლელ ლიდერებსა და ევროპულ სტრუქტურებს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი არ გამოუთქვამთ
აღნიშნულ გზავნილებს და მანიპულაციურ გზავნილსებს კი შემდეგი აქტორები ავრცელებდნენ:
ქართული ოცნების პოლიტიკოსები: , ირაკლი , , , დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი კირცხალია, ლევან მაჭავარიანი;
პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის ჟურნალისტები: ზვიად ავალიანი (POSTV), შალვა რამიშვილი (POSTV), მაგდა ანიკაშვილი (ტელეკომპანია იმედი), ცოტნე გეგეჭკორი (ტელეკომპანია იმედი);
ხალხის ძალისა და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები: დავით ქართველიშვილი, , , გურამ მაჭარაშვილი, ნანა კაკაბაძე;
პროსახელისუფლებო ექსპერტები და ქართული ოცნების მხარდამჭერები: გია აბაშიძე, დავით ჩიხელიძე, ნინო ფოჩხუა, Tengiz Darbaidze,  გიორგი ჭურღულია (ფეისბუკ ჯგუფის “ანტიმაიდანი” ადმინისტრატორი);
კრემლისტური აქტორები: ვალერი კვარაცხელია (საქართველო და მსოფლიო), გიორგი გაჩეჩილაძე (საქართველო და მსოფლიო), დიტო ჩუბინიძე (ასავალ-სასავალი)
ფეისბუკ გვერდები: ნაცებს რაა?, განულებული ოპოზიცია, პოლიტიკანი, პარლამენტში არ შევალთ, აკაცუკეთი, Aravin, არ აგარევინებთ, პოლიტიკური კომედია, მეფე გვიყურებს ერო, ენა-მამული-სარწმუნოება;
ყალბი ანგარიშები: Tinatin Topuria, Nati Topuria, Ketevan Mikiashvili.
უცვლელად გთავაზობთ მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ნარატივების მიხედვით:
მეუფე შიო პატრიარქობის რეალური კანდიდატია და მისი კრიტიკა ილია II-ის კრიტიკის ტოლფასია
ქართული ოცნების და ხალხის ძალის წარმომადგენლები, ასევე პროსახელისუფლებო ექსპერტები მეუფე შიო მუჯირის მიმართ კრიტიკას არა როგორც დამოუკიდებელ პოზიციას, არამედ როგორც გარდაცვლილი პატრიარქის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოაჩენდნენ. მათი გზავნილების მიხედვით, ილია მეორისადმი პატივისცემა ავტომატურად გულისხმობს მის მიერ შერჩეული მოსაყდრის მხარდაჭერას, ხოლო მეუფე შიოს კრიტიკა განიხილება როგორც თავად პატრიარქის არჩევანის უარყოფა.
ამავე ნარატივის ფარგლებში ისინი ამტკიცებენ, რომ მეუფე შიოზე თავდასხმები არის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ მოქმედი ძალების მიერ ორგანიზებული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანიც ეკლესიის ავტორიტეტის შელახვა და შიდა განხეთქილების გაღრმავებაა. მათ შეფასებებში ხაზგასმულია, რომ სწორედ იმიტომ, რომ მეუფე შიო განიხილება პატრიარქობის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად და ილია მეორის კურსის შესაძლო გამგრძელებლად, მისი დისკრედიტაციის მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდა.
ამ აქტორების თანახმად, კრიტიკა მეუფე შიოს მიმართ არ არის რეალურად მოტივირებული ეკლესიის შიდა საკითხებით, არამედ უკავშირდება პოლიტიკურ ინტერესებს. ოპოზიცია, მათი მტკიცებით, ცდილობს საზოგადოებრივ განწყობებზე მორგებას და პატრიარქის თემის გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის, ხოლო შიოს წინააღმდეგ კამპანია გამოწვეულია შიშით, რომ ის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, არ დაექვემდებარება პოლიტიკურ გავლენებს და გააგრძელებს ეკლესიის არსებულ კურსს.
უკრაინის სცენარი საქართველოში – დასავლეთის მიერ ეკლესიაზე კონტროლის მოპოვების მცდელობა
31 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბართლომეოს I საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ცდილობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს”.
რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, ბართლომეოსს საქართველოს ეკლესიაზე გავლენის მოპოვება სურს
პარალელურად, კრემლისტური აქტორები რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებდნენ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ შექმნილი ვითარების გამოყენებას ცდილობს, რათა გავლენა მოიპოვოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ხელი შეუწყოს მისთვის მისაღები კანდიდატების დაწინაურებას. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდებოდა მტკიცება, რომ ეს პროცესები ემსახურება “მართლმადიდებლური სამყაროს გაყოფას” და ეკლესიების მართვას პრინციპით – “გათიშე და იბატონე”.
იგივე წყაროები ავრცელებენ გზავნილს, რომ თითქოს გარე ძალები საქართველოში იმავე სცენარის გამეორებას ცდილობენ, რაც უკრაინაში მოხდა კერძოდ, ეკლესიის შიგნით განხეთქილების ხელოვნურად შექმნას და მასზე კონტროლის მოპოვებას. ამ კონტექსტში, დასავლეთი და საერთაშორისო აქტორები წარმოდგენილია როგორც ძალები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენის გაძლიერებას რელიგიურ ინსტიტუტებზე.
პოლარიზაციის მცდელობა – “მანქურთები რუსთაველზე, პატრიოტები სამძიმარზე”
ქართული ოცნების წევრები, პროსახელისუფლებო და კრემლისტური მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების ხელოვნურ დაყოფას და პოლარიზაციას. მათ სამძიმრის პროცესში მონაწილე მორწმუნეები “პატრიოტებად”, ხოლო პროტესტში ჩართული მოქალაქეები “მანქურთებად” წარმოაჩინეს, თითქოს ისინი პატრიარქის გარდაცვალებას გულგრილად ეკიდებოდნენ. ასევე, გავრცელდა მტკიცება, რომ სამძიმრის პროცესში მონაწილე მოქალაქეები კონკრეტულად “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იყვნენ. ამგვარი გზავნილებით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს იდგა “მორწმუნე და ერთიანი ერი”, ხოლო მეორე მხარეს კი, “ანტიქართული” და “უცხო გავლენის ქვეშ მყოფი” ჯგუფები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ აქტორებმა პროტესტში მონაწილე მოქალაქეები და კრიტიკული მედია წარმოაჩინეს როგორც ეკლესიისა და ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგეებიც. პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობდა კრიტიკული მედიის მიმართ გაკეთებული განცხადებებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ დაასახელა რამდენიმე მედიასაშუალება, რადიო თავისუფლება, ტაბულა, ნეტგაზეთი და პუბლიკა, როგორც “უცხოური დაფინანსების მქონე პროპაგანდისტული ჯგუფები” და მათი საქმიანობა “გარე ჩარევის მცდელობად” შეაფასა. პაპუაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელმაც მათი საქმიანობა “გარე ჩარევის მცდელობად შეაფასა”.
უცხოური ძალები, ოპოზიცია და “აგენტურული ქსელები” ეკლესიის დისკრედიტაციას ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ
ქართული ოცნების წევრები, პროსახელისუფლებო და კრემლისტური მედიების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საპატრიარქო, პატრიარქი ილია მეორე და ეკლესია  ბოლო ათწლეულების განმავლობაში უცხოური ძალების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ე.წ. “აგენტურული ქსელების” სამიზნე იყვნენ. მათი შეფასებით, დასავლეთიდან დაფინანსებული NGO-ები და აქტივისტები ცდილობდნენ ეკლესიის ნდობის შემცირებას და საზოგადოებაზე იდეოლოგიური გავლენის მოხდენას.
პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ საპატრიარქო არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული ინტერესების დამცველია და მისი მაღალი ავტორიტეტი საფრთხეს წარმოადგენდა „გარე და შიდა ძალებისთვის“. მათივე თქმით, თავდასხმები ეკლესიაზე პოლიტიკურად მოტივირებული იყო, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერისა და პატრიარქის ავტორიტეტის გამო მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, კამპანიებში მონაწილეობდნენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები (NDI), ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები, რომლებიც ცდილობდნენ საპატრიარქოს დისკრედიტაციას, თუმცა საზოგადოების სიმტკიცემ და ეკლესიის როლმა ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე ხელი შეუშალა ამ მცდელობების წარმატებას.
დასავლელ ლიდერებსა და ევროპულ სტრუქტურებს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი არ გამოუთქვამთ
ქართული ოცნების წევრები (, დავით მათიკაშვილი, , პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები (ზვიად ავალიანი, შალვა რამიშვილი, ცოტნე გეგეჭკორი), ხალხის ძალისა და ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები (დავით ქართველიშვილი, ნანა კაკაბაძე), ასევე ექსპერტი გია აბაშიძე ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნისა და მისი გარეთ არსებული პოლიტიკური და ევროპული ინსტიტუტები პატრიარქის გარდაცვალების გამო სამძიმრის გამოხატვას თავის არიდებდნენ. მათი თქმით, ეს წარმოადგენდა ევროპის, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების კონფლიქტს საქართველოსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.
ამ აქტორების შეფასებით, სამძიმრის გამოუთქმელობა წარმოადგენს პოლიტიკურ პოზიციას: ევროპული ლიდერები და ორგანიზაციები, რომლებიც წარსულში ეკლესიასა და პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიებში იყვნენ ჩართულნი, არ გამოხატავენ პატივისცემას ეკლესიის ავტორიტეტისა და ეროვნული ღირებულებების მიმართ. მათივე თქმით, ქართველი საზოგადოება გლოვაში ერთიანი იყო და ნებისმიერი მცდელობა საპატრიარქოს საწინააღმდეგოდ ვერ იმუშავებდა. სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა (პოლიტიკური კომედია, თენგიზ დარბაიძე) საინფორმაციო ბარათი, რომელშიც ის პირები იყვნენ პერსონიფიცირებული, ვინც პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი არ გამოხატა (მარტა კოსი, კაია კალასი, და ანდრიუს კუბილიუსი).
აღნიშნული მანიპულაციური მტკიცებების ნაწილი მითების დეტექტორმა შეისწავლა. რეალურად, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ -ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინის და სხვა ქვეყნებში ელჩებმა სამძიმრის წერილები გაავრცელეს, დაესწრნენ პანაშვიდებს, გამოხატეს სამძიმარი ფეისბუქსა და X-ზე, ხოლო საელჩოებში დატოვეს ჩანაწერები სამძიმრის წიგნებში.
მანიპულაციური კამპანია სოციალურ მედიაში
მარტის პერიოდში გავრცელებული არაერთი ფოტო, ვიდეო და განცხადება უკონტექსტოდ ან მანიპულაციური ინტერპრეტაციით გავრცელდა, რათა შექმნილიყო მცდარი ნარატივები, თითქოს პატრიარქის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები მისი გარდაცვალების გამო არ წუხდნენ, ხოლო ხალხი, რომელიც ქართულ ოცნებას აკრიტიკებს, ამავდროულად  ეკლესიისა და პატრიატის მოწინააღმდეგეებიც იყვნენ. პარალელურად, ხდებოდა კონკრეტული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დისკრედიტაცია, ასევე საზოგადოების დაყოფა “მგლოვიარე” და “პროტესტში მყოფ” ჯგუფებად.
21-25 მარტს ფეისბუკ გვერდებმა ნაცებს რაა?, განულებული ოპოზიცია, პარლამენტში არ შევალთ, პოლიტიკანი (1,2) 2024 წლის თებერვალში Chatham House-ის – საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე  სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის ფრაგმენტი გაავრცელეს. აღნიშნული ვიდეო გავრცელდა მანიპულაციური კონტექსტით, თითქოს ზურაბიშვილი პატრიარქ ილია მეორეს პრორუსულობაში ადანაშაულებდა.
რეალურად, გამოსვლის შინაარსი სრულიად განსხვავებული იყო. პრეზიდენტს შეხვედრაზე ჰკითხეს შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამინდელი პატრიარქი პრორუსმა პატრიარქმა ჩაანაცვლოს, შესაბამისად, საუბრობდა არა მოქმედ პატრიარქზე, არამედ მომავალზე და აცხადებდა, რომ საქართველოს მომავალში პრორუსი პატრიარქი არ უნდა ჰყოლოდა. მისი განცხადებით, მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ხშირად ახლოს არის ხელისუფლებასთან და გარკვეულწილად მიჰყვება პოლიტიკურ აქცენტებს. ამავე დროს, ზურაბიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ ეკლესია მომავალში აირჩევს არა პრორუს, არამედ პროქართულ და პროევროპულ პატრიარქს.
ფეისბუკ გვერდებმა აკაცუკეთი, განულებული ოპოზიცია და ანაგარიშმა გიორგი ჭურღულია გაავრცელეს ვიდეოკოლაჟი, რომელშიც ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და ხუმრობენ. აღნიშნული ვიდეო რეალურად სრულიად სხვა დროსა და კონტექსტში იყო გადაღებული, თუმცა სოციალურ ქსელში ის პატრიარქის სამძიმარზე მისული ხალხის კადრებს უკონტექსტოდ დაუკავშირეს. კონტექსტის შეცვლით შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჟურნალისტები დასცინოდნენ როგორც სარწმუნოებას, ისე პატრიარქის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ადამიანებს. რეალურად კი, ვიდეო პატრიარქის გარდაცვალებასთან და სამძიმრის პროცესთან კავშირში არ ყოფილა.
ასევე, ფეისბუკ გვერდებმა Aravin, აკაცუკეთი, ასევე ყალბმა ანგარიშმა Nati Topuria, ერთმანეთს შეადარეს პატრიარქის სამძიმარზე მისული ხალხისა და პროტესტის მონაწილეების ფოტოები. მასალები იმგვარად გავრცელდა, თითქოს ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროტესტში, პატრიარქის გარდაცვალებას არ გლოვობდნენ და მწუხარების ნიშნად პროტესტი არ შეუწყვეტიათ. ამგვარი შედარება აჩენდა ხელოვნურ დაპირისპირებას საზოგადოებაში, თითქოს არსებობდა ორი ჯგუფი – “მორწმუნე და მგლოვიარე ხალხი” და “პროტესტში მყოფი ხალხი”, რომელიც პატრიარქს პატივს არ სცემდა.
19 მარტს ფეისბუკ გვერდებმა პოლიტიკანი განულებული ოპოზიცია  პატიმარ თორნიკე გოშაძის დედის, მარიზი კობახიძის ვიდეოკოლაჟი გაავრცელეს.  ვიდეო იწყება პატრიარქის ქადაგების ფრაგმენტით, სადაც ის წყევლაზე საუბრობს, რის შემდეგაც ჩასმულია მარიზი კობახიძის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები.
რეალურად, მარიზი კობახიძის ვიდეო  ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა ვიდეოკოლაჟი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს მისი სიტყვები პატრიარქის ქადაგების წინააღმდეგაა.
ფეისბუკ გვერდებმა Aravin ნაცებს რაა? არ აგარევინებთ, ასევე ყალბმა ანგარიშებმა Tinatin Topuria Nati Topuria გაავრცელეს ფოტო და ვიდეოკოლაჟები, რომელშიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, მოქალაქე პატრიარქს, საპატრიარქოს ან სამღვდელოებას კონკრეტულ ფაქტებზე რეაქციის არქონის გამო აკრიტიკებს. აღნიშნული მასალები ქმნის შთაბეჭდილებას,  თითქოს ეს კრიტიკა  პატრიარქის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია იყო. რეალურად კი, ეს განცხადებები სხვადასხვა დროს, განსხვავებულ საკითხებზე და განსხვავებული მოტივაციით იყო გაკეთებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუკ გვერდებმა  ნაცებს რაა? არ აგარევინებთ, მეფე გვიყურებს ერო, ენა-მამული-სარწმუნოება, ასევე ყალბმა ანგარიშმა Ketevan Mikiashvili მეუფე შიოს მხარდამჭერი არაერთი  ვიდეო, ფოტო და პოსტი გაავრცელეს. გამოქვეყნებულ მასალებში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მეუფე შიო პატრიარქის მიერ შერჩეული მოსაყდრეა და ამიტომ მისი კრიტიკა პატრიარქის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თავად პატრიარქის შეურაცხყოფასაც კი ნიშნავს.
მასალაში გამოყენებულია მითების დეტექტორის ფოტოები. კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე.