ძაღლის სასტიკ მკვლელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბოლნისის სასამართლომ არიფ გოიშოვი ციხეში დატოვა და მის მიერ ჩადენილი სისასტიკის საქმის განხილვას სასამართლო თებერვაში დაიწყებს. დაკავებულის პატიმრობას პროკურატურა მოითხოვდა, ადვოკატმა კი მოსამართლეს 5 000-ლარიანი გირაო შესთვაზა, თუმცა საბოლოოდ გოიშოვი პატიმრობაში დარჩა. როგორც ცნობილია დაკავებული ბრალს არ აღიარებს.