პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება

პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციას საკრალური მსხვერპლი სჭირდება
-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს“- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. ექსპერტის თქმით, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობაა, რაც საბედნიეროდ არ განხორციელდება. მისივე თქმით, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე.
„შსს-ს განცხადებით დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლის ჩხრეკისას (კეზერაშვილმა გუშინ განაცხადა, „ჩემს სახლში პოლიცია შევიდა“) სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ათობით დაურეგისტრირებელი იარაღი და ვაზნები ამოიღეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის „მშვიდობიან“ მიზნებს. სასამართლოს მიერ, პატიმრობა შეფარდებული დავით კეზერაშვილი კიდევ ერთხელ მონაწილეობს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში, მის სახლში ამოღებული იარაღი ირიბი მტკიცებულებაა, რომ ოპოზიციის მიზანი რევოლუციური პროცესების განვითარება, მათ საკრალური მსხვერპლი სჭირდებათ, ასეთი არსენალის (დაურეგისტრირებელი) ფლობის შემთხვევაში რთული არ არის, „ბრმა“ ტყვიის მიერ ადამიანის გარდაცვალება, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციის, რომლის უკან დავით კეზერაშვილი დგას, მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა არის, რაც საბედნიეროდ არ განხორციელდება. რაც გინახავს ვეღარ ნახავ, მაიდანი2 არ განხორციელდება, კეზერაშვილმა და დიმიტრი ჩიქოვანმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. ეს ჩვენი ღირსების საკითხია!“-წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

დავით ჩიხელიძე: აშშ-ს შეეძლო ივანიშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეეყვანა, მაგრამ ვერ გაბედეს, რომ მისთვის სამუდამო სანქციები დაეწესებინათ, რაც თავის მხრივ აშშ-ს გადაწყვეტილების არასერიოზულობას უსვამს ხაზს

ისტორიის კანალიზაციაში მიმავალმა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ის მაინც ვერ გაბედა, რომ უდიდესი ქველმოქმედის და მამულიშვილის, ბიძინა ივანიშვილის სახელი მაგნიტსკის სიაში შეეტანა – ედიშერ გვენეტაძე