პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი იაშინი მიიჩნიეს “ექსტრემიზმის გავრცელებისკენ მიდრეკილად”

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ილია იაშინი, რომელსაც რვა წლით და ექვსი თვით აქვს პატიმრობა მისჯილი ში მოსკოვის შეჭრის გაკრიტიკებისთვის, მიიჩნიეს “მიდრეკილად ექსტრემიზმის გავრცელებისკენ” და მას ციხეში გამკაცრებული კონტროლი ემუქრება – ვკითხულობთ ტელეგრამის მის არხზე 4 მარტს.
ციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ერთი დღით უძღოდა წინ იაშინის მოწოდება მსოფლიოს ლიდერებისადმი, რომ დახმარება აღმოუჩინონ კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ვლადიმირ კარა-მურზას გათავისუფლების ძალისხმევას – რადგან ის შესაძლოა ციხეში მოკლან.
16 თებერვალს არქტიკის კოლონიაში დაიღუპა კრემლის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი, . იაშინის თქმით, ნავალნის მსგავსად კარა-მურზამაც შეუქმნა პირადი პრობლემები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე