პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერები ბრიტანეთის საგარეო მდივანს წერილით მიმართავენ

საქართველოში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანს ივეტ კუპერს მიმართავენ და ირანის გავლენის “უპრეცედენტო გაფართოების” გამო ქართული ოცნების მთავრობისა და მისი მოკავშირეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.
ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს, რომ წერილი საგარეო საქმეთა მდივანს რუსთავის ციხიდან 7-მა პოლიტიკოსმა მისწერა.
“ბოლო წლებში, ქართულმა ოცნებამ და მისმა პატრონმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის კონტროლის კონსოლიდაცია, რითაც სრულად იტაცებენ სახელმწიფოს”, – წერენ პოლიტიკოსები.
პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ითხოვენ სანქციების დაწესებას პირებზე, რომლებიც აღრმავებენ კავშირებს ირანთან და ასევე, პროპაგანდისტული გამოცემების მფლობელებზე, რომლებიც ავრცელებენ დან გამოგზავნილ დეზინფორმაციას, რომლის სამიზნეც ზოგჯერ სწორედ რომ დიდი ბრიტანეთია.