პატიმრობაში დატოვეს ბურჭულაძე, 4 ოქტომბრის „საორგანიზაციო კომიტეტის“ სხვა წევრები და დემონსტრანტები

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარ პატიმრობაში“ დატოვა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საქმეზე ბრალდებული ათი ადამიანი, რომელთა საქმეც დღეს განიხილებოდა. მათ შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ „ადგილზე თათბირის“ შემდეგ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ეხება 10 ადამიანს:
· „საორგანიზაციო კომიტეტის“ ხუთივე წევრს: საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, სა და ლაშა ბერიძეს.
· მათ გარდა, „ათეულში“ არიან დემონსტრანტები ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
· დაბოლოს, ბრალდებულთა შორის არის -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც -ში იმყოფება, – მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
„ჩვენ არ ვახდენთ წინა გადაწყვეტილების რევიზიას, ამის უფლებამოსილება აქვს ზემდგომ სასამართლოს“, – განაცხადა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ, ხომ არ გამოვლენილა ახალი გარემოებები. ის, რომ გამოძიება დასრულებულია, გარკვეულწილად ამცირებს მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს, მაგრამ რჩება სხვა გარემოებები… ეს საფრთხეები იმ ხარისხით არსებობს, რა ხარისხითაც არსებობდა პირველი წარდგენის სხდომაზე“, – თქვა მან.
ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, ირაკლი ჩხირკვიამ, მანამდე განაცხადა:
„მართლა სჯერა ვინმეს, რომ ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ტაქსაობდა, ღარიბაშვილისგან და ბურჭულაძისგან განსხვავებით უფრო საშიშია, შემოვიპარები თქვენს ოთახში და მტკიცებულებებს გავანადგურებ“.
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაო აქვს შეფარდებული.
მურთაზ ზოდელავა
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ ამავე საქმეზე დაკავებული 60 ადამიანი არ იმსახურებს პატიმრობას.
„ჩემგან განსხვავებით, ეს ადამიანები აქციის მონაწილეები არიან, ნუ განიხილავთ ჩემთან ერთად“, – მიმართა მან მოსამართლეს.
„მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე ვისაუბრო… ყველაფერი მე შემიძლია ავიღო, თუ ამ ადამიანებს გაათავისუფლებენ“, – განაცხადა მან.
„მართლა მიზანი ხომ არ არის საზოგადოება გავხლიჩოთ, 60 გაუბედურებული ოჯახი დგას ამ ადამიანების უკან, 60 ტრაგედია… მე აგერ ვარ, რაში სჭირდება ამდენი რესურსის დახარჯვა? ამოცანა შესრულებულია, პროპაგანდის იმხელა ტალღა იყო“, – თქვა მან.
ზოდელავას პოზიცია ასევე იყო, რომ სხვა ბრალდებულები გირაოთი მაინც გაეთავისუფლებინა მოსამართლეს.
ბურჭულაძე 4 ოქტომბერზე
პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სასამართლო განხილვის ბოლოს იტყვის, თუ სინამდვილეში რა მოხდა 4 ოქტომბერს.
· დაკავებამდე, აქციის შემდეგ, 4 ოქტომბერს, მურთაზ ზოდელავამ მომიტინგეებს მოუწოდა, არ ენდონ „რესურსიან ხალხს“ და პრინციპებისთვის იბრძოლონ.
· პაატა ბურჭულაძის ვაჟმა აქციის ჩავარდნა „ღალატს“ დაუკავშირა და მოუწოდა დაკავებულ ორგანიზატორებს, გაამჟღავნონ გეგმის დეტალები.
· მ განაცხადა, რომ დემონსტრანტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეცრაზმის სახით „სიურპრიზი“ დახვდათ.
„ორგანიზება უფრო რთულია, თუ შეუძლებელიც, იმიტომ რომ სრული დიქტატურაა. არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს. აზრი… მაგაში დრო არ დახარჯოთ. ეძებეთ თქვენნაირი გულანთებულები, თქვენნაირი ხალხი, მეტი სარგებელი იქნება, მეტი თანადგომა იქნება და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება“, – თქვა ზოდელავამ.
ლექსო ბურჭულაძემ 5 ოქტომბერს ივარაუდა, რომ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები აქციის დაწყების შემდეგ, „ღალატის“ შედეგი იყო. მან შეახსენა ჟურნალისტებს, რომ პაატა ბურჭულაძე „არსად არ ამბობდა“, თუ რა იყო დაგეგმილი 4 ოქტომბერს:
„ერთადერთი, რასაც მეუბნებოდა და რაც ჩამრჩა, დარწმუნებული იყო, რომ 4 ოქტომბრის ცვლილება იქნებოდა მშვიდობიანი“.
10 ბრალდებული – ვინ არიან ისინი
როგორც რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, სხდომის დაწყებისას, 13:00 საათისთვის, მოსამართლემ დაადგინა ბრალდებულების ვინაობა:
– ირაკლი ნადირაძე, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, უმაღლესი განათლება აქვს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა.
– მურთაზ ზოდელავა, უმაღლესი განათლება – იურისტია, ნასამართლები არასდროს ყოფილა, დაოჯახებულია.
– ლაშა ბერიძე – განათლება უმაღლესი აქვს, ნასამართლები არასდროს ყოფილა.
– უმაღლესი განათლება აქვს – იურიდიული დაამთავრა, დაოჯახებულია.
– პაატა ბურჭულაძე – დაბადებული თბილისში, უმაღლესი განათლება აქვს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა. „ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?“ – ჰკითხა მოსამართლემ მას, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა.
– ნიკა გვენცაძე – უმაღლესი განათლება აქვს, ნასამართლევი არასდროს ყოფილა, დაოჯახებული არაა.
– გური ჟვანია – უმაღლესი განათლება აქვს, დაოჯახებულია, ნასამართლევი არასდროს ყოფილა.
– თორნიკე მჭედლიშვილი – დაიბადა გურჯაანში, განათლება – საშუალო. კითხვაზე დაოჯახებულია თუ არა, ამბობს: ახლა ვთხოვე ხელი. დარბაზში ტაშს უკრავენ.
– ირაკლი ჩხვირკია – „დავიბადე დასაწვავ მოსკოვში“. უმაღლესი განათლება აქვს. დან დევნილია.
– საზღვარგარეთ იმყოფებოდა ირაკლი შაიშმელაშვილი, გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.
ფორუმი