„პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ“, „ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი“, – რას ამბობენ ბაჩიაშვილის ცემაზე

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტს ეხმაურებიან ოპოზიციონერი ლიდერები. გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ც.
ვიდეო-მიმართვაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს, ამბობს, რომ „ქვეყანაში განუკითხაობა სუფევს“, ხოლო სასამართლო ასრულებს ძალაუფლების მითითებებს:
„დღეს, ამას ემატება ის, რაც გავიგეთ, თუ რა პირობებია ციხეში შექმნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ რეჟიმის მსხვერპლები არიან. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს არის საგანგაშო. მიუღებელია, რომ ციხეში დაცული არ იყოს ის ელემენტარული ფორმები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება, როგორც ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტები. ჩვენ აქ უკვე აღარ ვართ…
ყველას მინდა გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება მათზე, ვინც არა მხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ ასევე, მათი, ვინც განუკითხავად ასრულებს მათ და მზად არის უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პარტია „ფედერალისტები“ განცხადებით ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
მათი განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მართლმსაჯულების სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ს ხელში:
„საქართველოში მიტაცებულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ინდიდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსგან უნდა იცავდეს.
ყველა უსამართლობაზე, რომელიც საზოგადოებას რადიკალურ განუკითხაობასა და ქაოსთან აახლოებს, პასუხისმგებლობა პერსონალურად ივანიშვილს და მის პოლიტიკურ არარაობებს ეკისრებათ, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ქვეყანა რუსული ავტორიტარიზმის ჭაობში ჩაძირონ და მოქალაქეებს ნორმალური ცხოვრების შანსი მოუსპონ“, – ვკითხულობთ ფედერალისტების განცხადებაში.
„ნაციონლური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეა და სასჯელს იხდის მხოლოდ იმის გამო, რომ ის წინააღმდეგობაში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან:
„ბუნებრივია, აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას, რადგან ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის აქტორი თავად სისტემაა, ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრი არ აქვს… კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ და ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ”, – ამბობს თინა ბოკუჩავა.
სოციალური ქსელით ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს გიორგი ბაჩიაშვილს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.
ის დარწმუნებულია, რომ ციხეში, ბაჩიაშვილზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა.
„ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?!“, – წერს ის.
ელენე ხოშტარია “კოალიცია ცვლილებისთვის” სახელით გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, მხარდაჭერა გამოუცხადა მას და თქვა, რომ მსგავსი ქმედებები დამახასიათებელია “კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის”:
“ასე ხდება, წლების განმავლობაში, რუსეთში. ადამიანებს სცემენ, კლავენ ციხეებში, ქუჩებში და სწორედ ამის დამკვიდრება უნდათ საქართველოში. აქ არ არსებობს არავინ, ვინც შეიძლება იყოს დაცული ამ სისტემის წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა შენ იყავი ყოფილი ახლობელი თუ სისტემის და ოლიგარქის მოწინააღმდეგე თუ სხვა.

აქედან გამომდინარე, მთავარი დასკვნა. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ კრიმინალურ და ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება. არ შეიძლება მოელაპარაკო და ითანამშრომლო კრიმინალსა და ტერორისტს და სწორედ ასეთია დღეს ბიძინა ივანიშვილი”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი #8 პენიტენციური დაწესებულების ციხის დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნას და ბაჩიაშვილის ცემის კადრების გასაჯაროებას ითხოვს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ე.წ. ხელისუფლების მე-14 წელს, ღია, დაუფარავ ძალადობაზე გადავიდა მსჯავრდებულებისა და პატიმრების წინააღმდეგ და ის მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, დააფიქსირონ პოზიცია:
„გვსურს ჩვენს საერთაშორის პარტნიორებს, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ საელჩოებს, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს ვთხოვოთ, რომ ეს ფაქტი, მსჯავრდებულის, პატიმრის ციხეში გამომწყვდეული ადამიანის წინააღმდეგ, არ დატოვონ უყურადღებოდ. ამაზე ჰქონდეთ, მაქსიმალურად მძაფრი რეაქცია. ჩვენ გვსურს მხნეობა ვუსურვოთ ამ გამბედავ და შეუპოვარ ადამიანს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც გაუტეხელია ამ თავდასხმის მიუხედავად და რომელიც მტკიცედ დგას და იბრძვის“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, პატიმრობაში მყოფ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 14 ივლისს გავრცელდა. მალევე, გიორგი ბაჩიაშვილის ვრცელი წერილი გაავრცელეს, მისმა ადვოკატებმა, სადაც პატიმარი წერს, რომ მას, 11 ივლისს, ფიზიკურად გაუსწორდა საკანში მისთვის უცნობი პირი. მისივე ინფორმაციით, მანამდე, 8 ივლისს, ის #8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა.
გიორგი ბაჩიაშვილს დასჭიდა სამედიცინო დახმარება. 11 ივლისს ის საპატიმროდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა, იმავე ღამეს დააბრუნეს #8 დაწესებულებაში. მომდევნო დღეს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომლითაც უწყება ციხეში გიორგი ბაჩაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, ეს იყო „მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი“.
2025 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ „პირად ფინანსისტს“, გიორგი ბაჩიაშვილს, დაუსწრებლად მიუსაჯა 11 წლით პატიმრობა „კრიპტოვალუტების საქმეზე“.
გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ბრალდება 9-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. ბაჩიაშვილს ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.
ივანიშვილის ყოფილი მოკავშირე ბრალდებულად ცნეს როგორც „დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში“, ასევე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში“, ანუ ფულის გათეთრებაში.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და ს ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”, – აცხადებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუსი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად”.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა.
პროკურატურა ბაჩიაშვილს 39 215 820 დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.
ფორუმი