პატიმარი სააკაშვილი “სუპერპაკის” შექმნას ითხოვს – ვინ აპირებს 5-ნომრიანი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ოპოზიციიდან

ს “სუპერპაკის” შექმნის ინიციატივას, ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე, უარს ამბობს ყველა, მინუს – “სტრატეგია აღმაშენებელი”. ნაწილი ორად გაყოფილი პარტიის ლიდერის შეთავაზებას არასერიოზულად აღიქვამს, ნაწილი კი, მიხეილ სააკაშვილის იდეის მიღმა, პარტიულ ინტერესს ხედავს და ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს სხვა პოლიტიკური ძალების ხარჯზე, “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება სურს.
ექსპრეზიდენტის “სუპერპაკის” შექმნის იდეას, ექსპრემიერის გუნდმა, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნით უპასუხა. გახარიას თანამებრძოლები, ყოფილ პრეზიდენტთან თანამშრომლობას არ განიხილავენ და ამბობენ, რომ სასამართლო პროცესების, წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება დაუშვებელია.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია სააკაშვილისგან დისტანცირებას ცდილობს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის მიზანი, “სუპერპაკის” სახით, ალტერნატიული გაერთიანების შექმნაა, რომლითაც ოპოზიციაზე კონტროლის შენარჩუნებას შეძლებს.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივამ თავად “ნაციონალური მოძრაობაც” დააბნია. ექსპრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავარი გადაწყვეტილებები კომიტეტის ფარგლებში მიიღება, პარტიის ხელმძღვანელები კი პასუხისმგებლები სწორედ კომიტეტისა და სააკაშვილისა წინაშე იქნებიან. საპირისპირო პოზიცია აქვთ პარტიის სხვა ლიდერებს.
ოპოზიციის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი პარტია დაშალა, ვერც ოპოზიციური კომიტეტის ჩამოყალიბებას შეძლებს. საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, რეალობაში დაბრუნებას ურჩევს.
მიხეილ სააკაშვილმა, 20-25 კაციანი კომიტეტის შექმნის ინიციატივა, გუშინ სასამართლო პროცესზე გააჟღერა და ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ