პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს, ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე

ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მან პრემიერ-მინისტრთან, სთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„დღეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ჩვენ პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს. ასეთი ადამიანების გმირობასა და თავგანწირვაზე დგას საქართველოს სიძლიერე და სიმტკიცე. ჩვენ თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის ძალებში ვართ ერთი დიდი ოჯახი, ვდგავართ ერთად, ერთმანეთის გვერდიგვერდ, რა თქმა უნდა, ვართ ამ ოჯახების გვერდით და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათთვის არსებული საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი აშშ-ში ვიზიტზე – მინდა, რომ მაქსიმალურად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პოლიტიკურ საკითხებს ჩვენი ქვეყნის გარშემო

არავისთვის გასაკვირი არ არის, რომ რადიკალური ოპოზიციის მფარველებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას